20 იან - 09 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 - 3500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
გრანთ თორნთონი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პირველადი დოკუმენტების ვერიფიკაცია, კომპილაცია, გადახედვა, კონტროლი და სააღრიცხვო სისტემაში ასახვა;
- მონაცემთა სიზუსტის, სისრულისა და ოპერაციების სწორი კლასიფიკაციის ზედამხედველობა IFRS-ისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
- დებიტორული და კრედიტორული ნაშთების, მათ შორის კომპანიათაშორისი ნაშთების, მუდმივი მონიტორინგი და შეჯერება;
- თვის და წლის ბოლოს დახურვის პროცედურების კონტროლი, სათანადო დარიცხვების, რეზერვებისა და რეკონსილაციის უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, განხილვა და წარდგენა, მათ შორის დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და წლიური ქონების გადასახადი;
- საპენსიო ფონდის ყოველთვიური დეკლარაციების მონაცემთა მომზადებისა და წარდგენის ზედამხედველობა;
- ფისკალურ/საგადასახადო ინსპექციებთან კომუნიკაცია და საჭიროებისამებრ შესაბამისი დოკუმენტების მიწოდება გარე/შიდა აუდიტორებისთვის;
- IFRS-ზე დაფუძნებული აღიარების, შეფასებისა და გამჟღავნების მოთხოვნების ხელმძღვანელობისა და კორექტირების უზრუნველყოფა;
კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:
- უმაღლესი განათლება (ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულებით);
- IFRS სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
- მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიის/სფეროს მიმართულებით.
- ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდურობა;
- შრომისმოყვარეობა.
ხელფასი: 2500 – 3500 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: მთავარი ბუღალტერი
კანდიდატებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.
გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: “მთავარი ბუღალტერი”.
წინააღმდეგ შემთხვეაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 9 თებერვალი 2026
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
