დღეს - 30 იან
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამირება/დეველოპმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების დეველოპერის (Database Developer) პოზიციაზე.
ვაკანსია განკუთვნილია შესაბამისი პროფესიული განათლების მქონე პირებისთვის, რომელთაც დაგროვილი აქვთ საკმარისი გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ მონაცემთა სტრუქტურების დახვეწის პროცესში და იმუშაონ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ჯგუფთან ერთად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- SQL ენის მაღალ დონეზე ცოდნა (T-SQL, PL/pgSQL)
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (PostgreSQL, Microsoft SQL Server, MariaDB);
- რთული მოთხოვნების (Queries), პროცედურების, ფუნქციებისა და ტრიგერების წერის და გამართვის (Debugging) გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზების დიზაინი, მოდელირება (Relational Database Design);
- დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობისა და ქუერის ოპტიმიზაციის გამოცდილება (Execution Plan-ების ანალიზი, ინდექსაცია);
- ETL პროცესების მართვის პრინციპების ცოდნა;
- სასურველია უსაფრთხოების და წვდომების მართვის (Security & Permissions) საბაზისო ცოდნა;
- სასურველია Python-ის ცოდნა მონაცემთა დამუშავებისთვის;
- ვერსიის კონტროლის სისტემების ცოდნა (Git);
- უპირატესობად ჩაითვლება: Cloud პლატფორმებთან (Azure/AWS) და რეპორტინგის სისტემებთან (SSRS, PowerBI) მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
სხვა მოთხოვნები:
- ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ახალი ტექნოლოგიების ათვისების სურვილი;
- სრულყოფილი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე;
- უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების ან მათემატიკის განხრით ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge არაუგვიანეს 30.01.2026 წ.-ისა. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ,,მონაცემთა ბაზების დეველოპერი".
ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამირება/დეველოპმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

