შემდეგი
დღეს - 14 თებ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს ,,ბიუ პლიუსი", შპს ,,ჩირინას" ახალი ხორცპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია, რომელმაც გახსნა ახალი მაღაზიათა ქსელი, სახელწოდებით - ,,ბიუმარტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მიზანი ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საერთო ორგანიზაციული წარმატების მიღწევაა.
რატომ ჩვენ? რას გთავაზობთ:
- ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- გუნდურობის წამახალისებელი ღონისძიებები;
- თანამშრომლებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მიერ დადგენილი გეგმების შესრულების უზრუნველყოფა და კომპანიისთვის სასარგებლო მარკეტინგული შეთავაზებების წარმოება სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებთან;
- მაღაზიათა ქსელების დებიტორული დავალიანებების კონტროლი და დავალიანების დაფარვის აუცილებლობის შესახებ მათი დროული ინფორმირება;
- მაღაზიათა ქსელების პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია და შეკვეთების სრულფასოვნად მიღება-მიწოდება;
- უკანმობრუნებების/უკანდაბრუნებების კონტროლი;
- მონაცემთა ანალიზი;
- მაღაზიათა ქსელების პროდუქციით მომარაგების პროცესში შესაბამისობების კონტროლი;
- სადისტრიბუციო წარმომადგენლობასთან აქტიური კომუნიკაცია და მაღაზიათა ქსელებისთვის პროდუქციისა და სახარჯი მასალების შეუფერხებლად, სრულფასოვნად მიწოდების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა;
- კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ ნებისმიერ ქსელურ მარკეტთან დაკავშირებული მოთხოვნილი ინფორმაციის დაუყონებლივი და ზუსტი გადაცემა;
- ანალიტიკა;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
- ქართულ ენაზე გამართულად საუბრის უნარი. ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Office პროგრამებთან მუშაობის უნარი (განსაკუთრებით, Excel);
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- აქტიურობა და სისწრაფე.
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირების უნარი.
სამუშაო გამოცდილება: გაყიდვების მიმართულებით 1-2 წლიანი გამოცდილება.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 სთ-18:00სთ.
სამუშაო ადგილი: სართიჭალა.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 94 74 02 ან გამოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: Hr@biumart.ge.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები