დღეს - 28 იან
საინფორმაციო ტექნოლოგიების რისკის კონტროლის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები IT მენეჯმენტი, IT აუდიტი, IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინფორმაციული ტექნოლოგიები IT მენეჯმენტი, IT აუდიტი, IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს რისკების კონტროლის დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების რისკის კონტროლის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება IT რისკების მართვასა და კონტროლის, IT აუდიტის, მონაცემთა უსაფრთხოების ტექნიკური კონტროლის ან შესაბამის სფეროში.
  • ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • პროფესიული სერთიფიკატი ჩაითვლება დამატებით უპირატესობად, მაგალითად როგორიცაა: Certified Information Systems Security Professional (CISSP), Certified Information Security Manager (CISM), Certified Information Systems Auditor (CISA) ან სხვა მსგავსი;
  • რისკის შეფასების მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ცოდნა;
  • მარეგულირებელი მოთხოვნებისა და ინდუსტრიის საუკეთესო სტანდარტების ცოდნა IT რისკის მართვისა და კონტროლის ან IT აუდიტის, როგორიცაა NIST, ISO და COBIT ჩაითვლება უპირატესობად.
  • SIEM, DLP, PAM-ის კონფიგურაციის, მხარდაჭერის და მონიტორინგის გამოცდილება.
  • SQL Server-სა და .NET პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (როგორც ვერბალური, ასევე წერითი). სხვა მოთხოვნები:
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი, პრიორიტეტების მართვა და ვადების შესრულების უნარი;
  • დეტალებისადმი ყურადღება და სიზუსტე ანგარიშგების მომზადების დროს;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • IT რისკების ტექნიკური კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის შექმნა და დახვეწა.
  • IT რისკების იდენტიფიცირება, IT პროცესების ტექნიკური შემოწმების გზით.
  • IT სისტემების, აპლიკაციების და ინფრასტრუქტურის რისკების შეფასება რათა მოახდინოს სუსტი მხარეების აღმოჩენა და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები მათ გამოსასწორებლად;
  • დაგეგმოს და ჩაატაროს ე. წ. IT აუდიტი შიდა კონტროლების ეფექტიანობის, კანონთან, რეგულაციებთან, ორგანიზაციის პოლიტიკებთან და პროცედურებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • ტექნიკურად აკონტროლოს სხვადასხვა პროცესები SIEM, DLP, PAM, MDM, Vulnerability Scanner, Data Classification პროგრამული უზრუნველყოფების მეშვეობით;
  • ტექნოლოგიურ ჭრილში შეამოწმოს ფონდში არსებული ინფრასტრუქტურული კონტროლის მექანიზმები, როგორიცაა - WAF, FIREWALL, ანტივირუსი და სხვა კონტროლის მექანიზმების ოპტიმალურად გამოყენება და აღმოაჩინოს შესაბამისი რისკის შემცველი მოვლენები;
  • ითანამშრომლოს IT დეპარტამენტთან, რათა უზრუნველყოს IT სერვისებისა და სისტემების უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა, მათ შორის მონაცემების, ქსელების, აპლიკაციების და აპარატურის;
  • ფონდის ინფრასტრუქტურაში არსებული ტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატაციის და ვარგისიანობის შემოწმება და გაზომვა;
  • ითანამშრომლოს ბიზნეს სტრუქტურულ ერთეულებთან და IT დეპარტამენტთან ინციდენტებზე რეაგირების, ინციდენტთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის, პროცედურების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში;
  • ადევნოს თვალყური ინდუსტრიის ტენდენციების, ტექნოლოგიებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესახებ სიახლეებს, რომლებიც დაკავშირებულია IT რისკის მართვასა და კონტროლთან;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 12 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მენეჯმენტი,
IT აუდიტი,
IT მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები