დღეს - 26 იან
რისკების კონტროლის დეპარტამენტის საინვესტიციო რისკების უფროსი ანალიტიკოსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური რისკების ანალიზი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური რისკების ანალიზი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს რისკების კონტროლის დეპარტამენტის საინვესტიციო რისკების უფროსი ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მინიმუმ მაგისტრის დონეზე ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, მათემატიკის ან/და თეორიული ფიზიკის მიმართულებით;
  • ორმაგი სპეციალიზაცია ფინანსებში და მათემატიკაში ან თეორიულ ფიზიკაში ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად;
  • საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატები (CFA, FRM, PRM) წარმოადგენს მნიშვნელოვან უპირატესობას;
  • სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების, ფინანსების ან/და რისკის შეფასების, ანალიზის, კონტროლისა და მართვის მიმართულებით.
  • საინვესტიციო რისკების შეფასების/ანალიზის, საინვესტიციო პორტფელის მართვისა და კონტროლის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად;
  • კაპიტალის ბაზრის პროდუქტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების (ობლიგაციები, აქციები, დერივატივები, და სხვ.) სიღრმისეული ცოდნა;
  • კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;
  • რისკების შეფასების რაოდენობრივი მეთოდების (VaR, CVaR, stress testing, scenario analysis და სხვ.) საფუძვლიანი ცოდნა;
  • ფინანსური მათემატიკის, მოდელირების, სიმულაციის, სტოქასტური აღრიცხვის ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (VBA-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი) დამატებითი მოთხოვნები:

კომპანიებისა და/ან პროექტების საკრედიტო რისკის შეფასებასთან დაკავშირებული შემდეგი კომპეტენციები ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად:
  • კომპანიების ფინანსური ანალიზის სიღრმისეული ცოდნა (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები);
  • საკრედიტო რისკის შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა:
  • საკრედიტო რეიტინგების ანალიზი (საერთაშორისო და შიდა);
  • პროექტების ფინანსური მოდელირების გამოცდილება (Project Finance), მათ შორის:
  • DSCR, LLCR, IRR, NPV, sensitivity და scenario analysis;
  • კონტრაგენტის/ემიტენტის საკრედიტო ხარისხის შეფასების გამოცდილება;
  • დეფოლტის რისკისა და საკრედიტო კონცენტრაციის რისკის შეფასება საინვესტიციო პორტფელის დონეზე;
  • საკრედიტო რისკის ინტეგრირება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რისკ-შემოსავლის ანალიზში.

სხვა მოთხოვნები:
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
  • დროის ეფექტური მართვისა და მრავალამოცანიან გარემოში მუშაობის უნარი;
  • დადებითი და მოტივირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
  • ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პროფესიული ურთიერთობების დამყარების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • მაღალი ეთიკური სტანდარტები და კონფიდენციალურობის დაცვა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საინვესტიციო რისკების (საბაზრო, ლიკვიდობის, ლევერიჯის და ა.შ) გაზომვა, მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი.
  • შეიმუშაოს და დანერგოს საინვესტიციო რისკების მოდელირების, რეპოტინგის სისტემა კაპიტალის ბაზრის სხვადასხვა ინსტრუმენტებისთვის.
  • შეიმუშაოს და განავითაროს მაღალი ხარისხის საინვესტიციო რისკების ანალიზის და რეპორტინგის პროცესი სხვადასხვა საინვესტიციო აქტივების კლასების და პორტფელის დონეების შესაბამისად.
  • რისკის მთავარ ოფიცერთან კოორდინაციით რისკის შეფასების რაოდენობრივი მეთოდების და რისკის გაზომვა-შეფასების ავტომატიზირებული სისტემის შემუშავება და დანერგვა.
  • საინვესტიციო რისკების ანალიზის, შეფასების და რეპორტინგის პროცედურების შემუშავება საპენსიო ფონდის შიდა პოლიტიკის, კანონის და რეგულაციების ნორმებთან სრული შესაბამისობის დაცვით.
  • საინვესტიციო რისკების ანალიზის მომზადება მმართველობითი საბჭოსთვის, რისკის კომიტეტისთვის და რეგულატორისთვის.
  • მთავარი რისკის ოფიცრის სხვა რისკის კონტროლთან დაკავშირებული მითითებებისა და დავალებების შესრულება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური რისკების ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები