შემდეგი
დღეს - 26 იან
პირველი კატეგორიის სპეციალისტი - იურიდიული დეპარტამენტის იურისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hr@pensions.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს პირველი კატეგორიის სპეციალისტი- იურიდიული დეპარტამენტის იურისტი (დავების მიმართულებით) ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
- იურისტად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება სასამართლო დავებთან მიმართებით;
- ადვოკატთა საკვალიფიკაციო ან მოსამართლის გამოცდები სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით (ჩაითვლება უპირატესობად);
- ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, მათ შორის, საპროცესო სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ადმინისტრაციულ ორგანოში, სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სასამართლოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები:
- ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
- სამართლებრივი წერის მაღალი კულტურა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში (მთელი საქართველოს მასშტაბით), არბიტრაჟში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, მესამე პირების წინაშე, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში და აღნიშნული მიზნით ყველა შესაბამისი დოკუმენტის მომზადება;
- სარჩელების, საჩივრების, შესაგებლების და სასამართლოში წარსადგენი სხვა დოკუმენტების მომზადება;
- განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
- საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მათ შორის სამართლებრივი აქტების) პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
- საქმიანობასთან დაკავშრებით ანგარიშების მომზადება;
- საკანონმდებლო სიახლეებისა და სასამართლო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი;
- საქართველოს საპენსიო ფონდის სამართლებრივ უზრუნველყოფისათვის, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები