დღეს - 14 თებ
ვიპ
უსაფრთხოებისა და შიდა კონტროლის ოფიცერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@pab.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა
უსაფრთხოების ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):უსაფრთხოება / დაცვა
უსაფრთხოების ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - ენები: ქართული
„პაბ ინვესტი“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაცშეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.
იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.
პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებისა და შიდა კონტროლის ოფიცერის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 -18:30 საათამდე
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
- კადრების შერჩევის მხარდაჭერა: ახალი თანამშრომლების შესაბამისობის დადგენა კომპანიის ეთიკის კოდექსთან და შიდა რეგულაციებთან;
- მონიტორინგი: პერიოდული ვიზიტები რეგიონულ ფილიალებში სამუშაო პროცესების ხარისხის საკონტროლებლად;
- კომუნიკაცია: რთულ სიტუაციებში მართვისა და პრობლემური შემთხვევების დარეგულირების მხარდაჭერა;
- პრევენცია: კომპანიის კულტურისა და უსაფრთხოებისთვის პოტენციური რისკების იდენტიფიცირება.
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (კორპორატიული უსაფრთხოება, შიდა კონტროლი);
- გაწონასწორებული კომუნიკაციის უნარი და ეთიკურობა;
გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასი;
დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო გრაფიკი.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
უსაფრთხოება / დაცვა
უსაფრთხოების ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები
