15 იან - 13 თებ
რეგისტრატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 09:30 17:30 საათამდე.
ანაზღაურება: 900 ლარი ხელზე ასაღები

ძირითადი ფუნქციები:
  • პაციენტების მიღება და რეგისტრაცია „ემერჯენსის“ განყოფილებაში
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმება
  • ჯანდაცვის პორტალზე პაციენტის დაზღვევის სტატუსის შემოწმება
  • მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პაციენტის ინფორმირება დაფინანსების პირობების შესახებ
  • საჭირო ბარათების/ფორმების შევსება და მონაცემების პროგრამაში სწორად ასახვა
  • პაციენტის მიმართულება შესაბამის სამედიცინო სერვისებზე
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
  • სისუფთავის, წესრიგისა და კონფიდენციალურობის დაცვა სამუშაო სივრცეში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით)სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
  • მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია
  • დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე hr@hgh.ge
„გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.“

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები