15 იან - 13 თებ
ბრენდ მენეჯერი - სატვირთო ნაწილების მიმართულებით
თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას ქ. (ჯიქიას ქ.)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ბრენდ - მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ბრენდ - მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • ენები: ინგლისური,რუსული
ამბოლი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბრენდ მენეჯერი - სატვირთო ნაწილების მიმართულებით,

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ნაწილების ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N14;
სამუშაო საათები: 10:00–18:00;

ძირითადი მოვალეობები:
  • უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში მონაწილეობა უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
  • ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების განხორციელება;
  • პროდუქტების შესახებ საჭირო ინფორმაციით კონსულტანტების უზრუნველყოფა, მათი ტრენინგი საჭიროების შემთხვევაში;
  • ფასების მონიტორინგი და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
  • გაყიდვების მხარდამჭერ აქტივობებში მონაწილეობა (აქციები, პრომოუშენი, მარკეტინგული კამპანიები);
  • ახალი კლიენტების მოძიების პროცესში ჩართულობა ხელმძღვანელის კოორდინაციით.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მნიშვნელოვანია, ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, ეკონომიკის, მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით;
  • სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გამოცდილება;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება სატვირთო საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
  • სასურველია, ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, ეკონომიკის ან მათემატიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0j0SjiFb
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები