შემდეგი
დღეს - 13 თებ
სტანდარტი
ღია კონკურსი სამარლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@neu.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
უმაღლესი განათლება - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს ღია კონკურსს სამარლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე
პროფესორი - 3;
ასოცირებული პროფესორი - 5;
ასისტენტ - პროფესორი - 2;
ასისტენტი - 3.
საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური ნიშნით:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- გამოცდილება: სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
- უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- გამოცდილება: სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- განათლება: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
- უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- განათლება: დოქტორანტი.
- უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
კონკურსანტის CV, რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;
შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
პირადობის მოწმობის ასლი;
2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე;
ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
სხვა ინფორმაცია.
კონკურსის ჩატარების ვადა:
კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 15 იანვარს;
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 16 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით;
კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) - 2026 წლის 4 მარტი;
კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2026 წლის 10 მარტი (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 13 მარტს.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ადგილზე. ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N 46, ოთახი N 12 1100 საათიდან 1600 საათამდე (შესვენების გარეშე).
საკონტაქტო რეკვიზიტები:
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 218 52 52
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები