შემდეგი
14 იან - 12 თებ
მეღვინის დამხმარე / ტექნოლოგის ასისტენტი
თბილისი, ვაკე, ყიფშიძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@saperaviestate.com
ტელეფონი: +995 595080822
მისამართი: ყიფშიძის 3ბ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სურსათის უვნებლობა და სანიტარული დაცვა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისები საკვები და სასმელები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
სურსათის უვნებლობა და სანიტარული დაცვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისებისაკვები და სასმელები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: აგრარული ტექნოლოგიები, აგრობიოტექნოლოგია
- ენები: ინგლისური
„საფერავის მამულები“ არის ინოვაციური საწარმო, რომელიც ქმნის უნიკალურ ქართულ პროდუქტს —ღვინოს ქვევრის ტექნოლოგიით. ვეძებთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ღვინის წარმოების ყოველდღიურ პროცესებში და დაეხმარება მთავარ ტექნოლოგს ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში.
„საფერავის მამულები“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მეღვინის დამხმარე / ტექნოლოგის ასისტენტი
რას გააკეთებ (მოვალეობები):
- საწარმოში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა (ჭურჭლის, რეზერვუარების, მილების და ინვენტარის რეცხვა/დეზინფექცია);
- ღვინის ტექნოლოგიურ პროცესებში მონაწილეობა: გადაღება, ფილტრაცია, კუპაჟირება, ჩამოსხმა;
- საწარმოო აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაში დახმარება;
- ნედლეულის მიღებასა და გადამუშავებაში დახმარება;
- საწყობის მოწესრიგება და პროდუქციის დასაწყობება/გამზადება.
ვის ვეძებთ (მოთხოვნები):
- სასურველია აგრონომიული ან სასურსათო ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი/კურსდამთავრებული;
- ფიზიკური გამძლეობა და შრომისმოყვარეობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სისუფთავის სიყვარული (ეს ჩვენთვის კრიტიკულია!);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გამოცდილება მეღვინეობაში ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა მოტივირებულ დამწყებ კადრს ადგილზე შევასწავლით საქმეს.
ჩვენ გთავაზობთ:
- უნიკალურ გამოცდილებას — ისწავლო, როგორ კეთდება ინოვაციური ღვინო;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას მთავარ მეღვინემდე;
- მეგობრულ გარემოს;
როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595080822 ელ.ფოსტა: info@saperaviestate.com
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სურსათის უვნებლობა და სანიტარული დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები