14 იან - 12 თებ
ბუღალტერი
თბილისი, სანზონა, გურამიშვილის გამზ. (სანზონა)
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები ბუღალტერია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1800 - 2500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    კორპორატიული სერვისები ბუღალტერია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
საბუღალტრო მომსახურების კომპანია FINWAYAY აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე

კომპანია: ბუღალტრული მომსახურების კომპანია FINWAY
ლოკაცია: თბილისი, გურამიშვილის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00)

ბუღალტრული მომსახურების კომპანია ეძებს ბუღალტერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს სხვადასხვა პროფილის კლიენტებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული კანდიდატი.

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტების ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფილად წარმოება;
  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა (დღგ, მოგება, ქონება და სხვა);
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  • საბანკო ოპერაციების და ხელფასების აღრიცხვა;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია და ბუღალტრული კონსულტაციების გაწევა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბუღალტრად მუშაობის მიმართულებით;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • RS.ge-სთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და დროის მართვის უნარი;
  • რამდენიმე კლიენტზე ერთდროულად მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება:
1 800 – 2 500 ლარი (net) — გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • პროფესიულ განვითარებას;
  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას.

დამატებითი ინფორმაცია განაცხადისთვის:
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეფექტური და კომფორტული თანამშრომლობა ორივე მხარისთვის.
  • გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გაქვთ ბუღალტრად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

CV-ის გამოგზავნისას გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ:
  • ელფოსტის სათაურში — თქვენი გამოცდილების წლები (მაგ.: ბუღალტერი – 3 წელი);
  • წერილში — თქვენი სასურველი ანაზღაურების დიაპაზონი.
  • არასრული განაცხადები არ განიხილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: finway1@yahoo.com
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები