13 იან - 11 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ქართული
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა პარტნიორი” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას სექციის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ზესტაფონში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
სამუშაოს აღწერა:
- დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
- მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება (მათ შორის მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მხრიდან);
- ბაზრის მონიტორინგი (კატეგორიის მიხედვით) და კონკურენტების კვლევა (ასორტიმენტი, ფასი და ა.შ.);
- სხვა სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა;
- ასორტიმენტის მართვა და ნაშთების კონტროლი;
- საგამოფენო დარბაზში სივრცის სწორად ორგანიზება;
- ახალი პროდუქციის მიღების, განლაგების, გაცემის ორგანიზება და ვარგისიანობის კონტროლი;
- გეგმის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების ინიცირება-დაგეგმვა- განხორციელება;
- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მზაობა;
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/LcSXwExe
გაყიდვები
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
