12 იან - 10 თებ
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება განათლების მენეჯმენტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება განათლების მენეჯმენტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული,ინგლისური
სმარტ აკადემია 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ. დღეს ჩვენთან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი სასწავლო კურსი ტარდება, 4 სხვადასხვა მიმართულებით: დიზაინი, მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მენეჯმენტი.

ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს.

რა იქნება შენი ფუნქცია-მოვალეობები:
  • B2B გაყიდვების მართვა: პოტენციური კორპორატიული კლიენტების იდენტიფიცირება, ბაზის შექმნა და აქტიური კომუნიკაცია;
  • ბიზნეს-შეთავაზებების მომზადება: კომპანიების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პაკეტებისა და სპეციალური შეთავაზებების შემუშავება;
  • სტრატეგიული დაგეგმვა: კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და გეგმების შესრულება;
  • მოლაპარაკებების წარმოება: შეხვედრების ორგანიზება კომპანიების HR მენეჯერებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან;
  • პარტნიორობის მართვა: არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და მათი საჭიროებების მუდმივი მონიტორინგი;
  • რეპორტინგი: გაყიდვების პროცესის ანალიზი და ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების მომზადება.

ჩვენი მოლოდინები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კორპორატიული (B2B) გაყიდვების ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
  • CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • მოქნილ საბონუსე სისტემას, რომელიც მიბმულია შენს მიერ მოზიდულ კორპორატიულ პროექტებზე;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • პროფესიულ განვითარებას: 50%-დან 100%-მდე დაფინანსებას „სმარტ აკადემიის“ ნებისმიერ კურსზე.
  • 1 Day-off და 2 Remote სამუშაო დღე თვეში.

სამუშაო პირობები:
განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00-19:00 (კვირაში 35 საათი);
ადგილი: თბილისი, ზედაზნის ქუჩა #2.
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგვიგზავნე აქ: talents@smartacademy.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე: „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, კანდიდატები ემხრობიან ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს “სმარტ გრუფის” მიერ, რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადისა.
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები