09 იან - 07 თებ
რეგისტრატორი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1200
    (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა
    სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
„ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. “ევექსის” უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

ევექსი“ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ #40.
ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკაში მომხმარებლების მომსახურების პროცესის წარმართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
  • მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება/ჩაწერა;
  • მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა;
  • ქსელში არსებულ აქციებზე/სერვისებზე მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება.

ვაკანსიის მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;

ჩვენთან შენ მიიღებ:
  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/registratori---saburtalos-poliklinika/645

„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები