08 იან - 06 თებ
შესყიდვების სტაჟიორი
თბილისი
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შესყიდვები შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ მარნეულის სასურსათო ქარხანა“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სტაჟიორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მარნეული.

ძირითადი მოვალეობები:
  • საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა: მონაცემების შეგროვება, ფასების შედარება, წინასწარი კვლევა;
  • არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაციაში მხარდაჭერა, საჭიროებისამებრ შეკვეთების სტატუსის გადამოწმება, საჭირო ინფორმაციის მოწოდება/შემოწმება;
  • ახალი მომწოდებლების მოძიების პროცესში ჩართულობა;
  • საჭიროებისამებრ მონაცემების მოგროვება და დამუშავება;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მონიტორინგში ჩართულობა და დადგენილი წესის მიხედვით მათი დაარქივება;
  • ნაშთების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა — მარტივი ჩანაწერების წარმოება, რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • არასრული უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • MS Office ცოდნა;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@mff.ge . გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
შესყიდვები
შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები