08 იან - 29 იან
პრობლემური სესხის ოფიცერი / WOF
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    საბანკო სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პრობლემური სესხის ოფიცერი (WOF) აჭარა-გურიაში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: პრობლემური სესხის ოფიცერი (WOF)
სამუშაო ადგილი: აჭარა - გურიაში

კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 94 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას:
  • გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ჩამოწერილი პრობლემური სესხების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
  • ჩამოწერილი პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
  • საქმიანობის კოორდინირება პრობლემური აქტივების მართვის უმცროს იურისტთან და საჭიროების შემთხვევაში, რეგიონალურ იურისტთან;
  • სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევის გაღება, პრობლემურ მსესხებელებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით;
  • ჩატარებული სამუშაოების შედეგების წარდგენა და რეპორტინგი პრობლემური სესხის მენეჯერთან (WOF);
  • ჩამოწერილი პრობლემური სესხების პორტფელის ფილიალის აქტიური სესხების >180 დღიანი ჩამოწერილი სესხების მართვა კლიენტებთან, თავდებებთან, გარანტორებთან პირისპირ გასაუბრებით, სატელეფონო ზარებით, ადგილზე ვიზიტებით, წერილობითი შეტყობინებების ჩაბარებით და სხვა კანონიერი ქმედებებით. პრობლემური სესხის ოფიცერს (WOF) ევალება კლიენტისა და თავდების ყველა ახალი მონაცემის ჩასწორება (თუ იქნება ამის გაკეთების ტექნიკური შესაძლებლობა).
  • გამარტივებული წესით საქმისწარმოებაში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
  • სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
  • მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 29 იანვარი, 2026 წელი

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/IgwNm5Ad
საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები