06 იან - 27 იან
მცირე სესხის ოფიცერი
რუსთავი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო საცალო სესხების მენეჯმენტი, სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო საცალო სესხების მენეჯმენტი, სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მცირე სესხის ოფიცერი რუსთავში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: მცირე სესხის ოფიცერი
ადგილმდებარეობა: რუსთავი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს”
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ზოგადი პასუხისმგებლობები:
  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური პასუხისმგებლობები:
  • საოპერაციო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
  • ფიზიკური/იურიდიული პირი კლიენტების მოზიდვა.
  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • გეგმების შესრულების უზრუნველყოფა თითოეული პროდუქტის ჭრილში;
  • კლიენტების სადეპოზიტო/საკრედიტო პორტფელის მართვა, პორტფელის ზრდის და შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  • არასაკრედიტო, ციფრული პროდუქტების გაყიდვების გეგმების და კლიენტების ბრუნვის გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთა ციფრული ქცევის განვითარებასა და არასაკრედიტო პროდუქტების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
  • კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
  • რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
  • სესხის გაცემის უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩართულობა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • პორტფელის და მსესხებლების შენარჩუნება / გაზრდაზე ზრუნვა;
  • ახალი სესხის ოფიცრების დატრეინინგება;
  • კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • მომსახურების სტანდარტების შესრულება;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.
  • საჭიროების შემთხვევაში როტაციების შესაძლებლობა.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; სასურველია საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • განვითარებაზე ორიენტირებული; მოტივირებულობა;
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • ფინანსური უწყისების შედგენის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მართვის მოწმობა, სასურველია ავტომობილის ფლობა.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა : 27 იანვარი, 2026 წელი.
#გახდიკრედოელი

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/e11h4jHd
საბანკო
საცალო სესხების მენეჯმენტი,
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები