შემდეგი
06 იან - 04 თებ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, გაყიდვების მენეჯმენტი, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ტიტანის ბრენდის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
მე, ლანა სულეიმანოვი, ვმუშაობ გორგიაში 2022 წლიდან, ამჟამად ვარ სამშენებლო კატეგორიის შესყიდვების უფროსი სპეციალისტი, ვაცხადებ ვაკანსიას ტიტანის ბრენდის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს შევთავაზებ გუნდურ მუშაობას მეგობრულ კოლექტივში, სადაც შესაძლებლობა ექნება შეისწავლოს პროდუქცია, მასალის ტექნიკური მახასიათებლები, განავითაროს უნარები გაყიდვების კუთხით.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50
000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბრენდის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და გაყიდვების განვითარება;
- საამქროებში და ქარხნებში ვიზიტი და მასალის შეთავაზება, პრეზენტაცია;
- მასალის ხარვეზის შემთხვევაში, მომწოდებელთან საკითხის გავლა და საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დატესტვა;
- საჭიროებისამებრ, მასალაზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
- მიღებულ შეკვეთებთან დაკავშირებული მონაცემების მიწოდება შესყიდვების შესაბამის კატეგორიასთან;
- ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გადაადგილების უზრუნველყოფა;
- კონკურენტთა კვლევა და პროდუქციის ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სრული ზოგადი განათლება; უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/4mxgUETb
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
გაყიდვების მენეჯმენტი,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები