შემდეგი
06 იან - 04 თებ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის დეპარტამენტში გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.
მე, საბინა ფირცხალაიშვილი, ვმუშაობ გორგიაში 10 წლის განმავლობაში, ამჟამად ვარ ელ.კომერციის ლოგისტიკის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ვაცხადებ ვაკანსიას ელ. კომერციის დეპარტამენტში გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს შევთავაზებ გუნდურ მუშაობას მეგობრულ კოლექტივში, სადაც შევასწავლი: 1C პროგრამას, შეკვეთების დამუშავებას, მომხმარებელთან კომუნიკაციას, ადმინისტრაციულ პანელებში მუშაობას, საბანკო მენეჯმენტ პანელებში მუშაობას, ონლაინ გაყიდვების სრულ სასიცოცხლო ციკლს. დავეხმარები განავითაროს ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების უნარი ონლაინ გაყიდვებში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საიტზე შემოსული შეკვეთების დამუშავება;
- მომხმარებელთან კომუნიკაცია და ხარისხიანი კონსულტაციის გაწევა;
- ვირტუალური შეკვეთების შექმნა/კონტროლი;
- 1C პროგრამაში ოპერაციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
- რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული და პუნქტუალური
- კომუნიკაბელური
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/exIc1mPd
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები