05 იან - 26 იან
გაყიდვების უფროსი ოფიცერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო სხვა გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო სხვა
    გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების უფროსი ოფიცერი,

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია: გაყიდვების უფროსი ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

პოზიციის მიზანი:
პოზიციის მიზანია ბანკის გარეთ სტრატეგიულ ლოკაციებზე საბანკო პროდუქტების გაყიდვების გაზრდა, როგორიცაა ტურისტული ზონები, ბაზრობები და მოლები, რათა ხელი შეუწყოს გადახდის სისტემების პოპულარიზაციას და ციფრული გაყიდვების ზრდას.

ზოგადი პასუხისმგებლობები:
  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური პასუხისმგებლობები:
  • პოტენციური მერჩანტების მოძიება და მათთან შეხვედრების დაგეგმვა გარე გაყიდვების მენეჯერთან შეთანხმებით.
  • არსებულ და პოტენციურ მერჩანტებთან აქტიური კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქტების/მომსახურებების შეთავაზება.
  • ინდივიდუალური და ჯგუფის ჭრილში გაყიდვების მიზნების მიღწევა და ყოველთვიური/წლიური გეგმების შესრულება.
  • მერჩანტების მხარდაჭერა ახალი პროდუქტების დასანერგად და მათი ონჯობ ტრენინგი.
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვების შეთავაზება და გაყიდვა ბანკის გარეთ სტრატეგიულ ლოკაციებზე, როგორიცაა ტურისტული ზონები, ბაზრობები და მოლები.
  • სერვისებთან დაკავშირებით დანერგილი სიახლეების შესახებ
  • მერჩანტების ინფორმირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება;
  • ჯგუფის მართვა, მათთვის ლოკაციების შერჩევა და გეგმის შესრულების მონიტორინგი.

ცოდნა და პიროვნული მახასიათებლები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • ძლიერი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები.
  • პრეზენტაციის, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 26 იანვარი, 2026 წელი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/uGYwTvRb
საბანკო
სხვა
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები