05 იან - 03 თებ
საკრედიტო ექსპერტი
საქართველოს მასშტაბით

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო საკრედიტო ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
"ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე
საქართველოში წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალი" საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობს საფინანსო სფეროში მოქმედ პროფესიონალებს.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ თანამშრომლებს საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე: ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, ქუთაისის, სენაკის, ხულოს, ბაღდათის, ხელვაჩაურის, ცაგერის, ხობის, ზესტაფონის, სამტრედიის, მესტიის, ახალციხის ფილიალებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი)
  • სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში
  • გამოკვეთილი სურვილი და მოტივაცია მიაღწიოს წარმატებას და ზრდას საფინანსო ინდუსტრიაში.
  • კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები
  • დეტალებისადმი ყურადღებისა და პრობლემის ოპტიმალური გადაჭრის უნარები
  • ანალიტიკური უნარები

სამუშაოს აღწერილობა:
  • პოტენციური მსესხებლების მოძიება
  • მიმდინარე მსესხებლების და სასესხო პროექტების მონიტორინგი
  • სასესხო განაცხადების მიღება და ანალიზი
  • ორგანიზაციის კლიენტების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების პერიოდული შეფასება და კონტროლი
  • ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა.

ჩვენს შესახებ.
ჩვენ ვართ საქართველოში დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ჩვენ ვზრუნავთ მცირე მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსურ და სოციალურ კეთილდღეობაზე საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორობის გზით.

ორგანიზაციის გაცხადებული მთავარი ღირებულებებია: პასუხისმგებლობა, ზრუნვა, განვითარება, პროფესიონალიზმი.
რატომ უნდა აირჩიოთ ლაზიკა კაპიტალი:

კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტები: ჩვენ გთავაზობთ მუდმივად მზარდ, სკალირებულ ფიქსირებულ სახელფასო ანაზღაურებას და მრავალფეროვან საბონუსე სისტემას. ჯანმრთელობის დაზღვევას, მობილურ ტელეფონზე ულიმიტო სასაუბრო დროს და კომპანიის ავტომობილით მომსახურებას.


სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ჯანსაღი ბალანსი: ჩვენთვის პრიორიტეტულია სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ჯანსაღი ბალანსი, რადგან ვიცით, რომ ბედნიერი, მოტივირებული თანამშრომელი ჩვენი საერთო წარმატების გასაღებია. ჩვენ გთავაზობთ 35-საათიან სამუშაო კვირას (შაბათ-კვირას დასვენება) და მზად ვართ დაგეხმაროთ როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში.

მრავალფეროვანი პროგრამები: ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ თქვენს პროფესიულ და პიროვნულ ზრდას სხვადასხვა სასწავლო პროგრამების მეშვეობით, რომლებიც შექმნილია თქვენი უნარების გასაძლიერებლად:
პროფესიული ზრდის პროგრამა: ჩვენ გვჯერა ჩვენი თანამშრომლების პოტენციალის და მზად ვართ ვიზრუნოთ მათ გაუმჯობესებაზე. ჩვენ გთავაზობთ სტრუქტურირებულ გზას, რომელიც დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. ჩვენ გთავაზობთ მენტორობას, ქოუჩინგს და ინსტრუმენტთა ფართო სპექტრს, რომელიც საჭიროა თქვენი განვითარებისთვის.

ტრენინგები: "ლაზიკა კაპიტალში" ჩვენ ვაღიარებთ, რომ უწყვეტი სწავლა არის პიროვნული და პროფესიული განვითარების ქვაკუთხედი. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ტრენინგის მრავალფეროვან პროგრამებს, რომლებიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე. ტექნიკური უნარებიდან დაწყებული, ლიდერობის განვითარების ჩათვლით. თქვენ გექნებათ წვდომა სწავლის მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რაც მოგცემთ საშუალებას გამოირჩეოდეთ თქვენს პროფესიაში.

თანამშრომელთა მოტივაციის პროგრამები: ჩვენ გვესმის, რომ მოტივირებული თანამშრომლები ჩვენი წარმატების მამოძრავებელი ძალაა. ჩვენი თანამშრომელთა მოტივაციის პროგრამები არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკურენტული ხელფასით და ბენეფიტებით. ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს მიღწევებს, ვაღიარებთ თქვენს შრომისმოყვარეობას და უზრუნველვყოფთ მხარდამჭერ, ინკლუზიურ გარემოს, რომელიც ხელს შეგიწყობთ იყოთ პროდუქტიულები და მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი..

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/CUeD9add
საბანკო
საკრედიტო ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები