დღეს - 29 იან
სოციალური მუშაკი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: არასამთავრობო (NGO) ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა და ადვოკატირება სამედიცინო ნარკოლოგია, სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას: სოციალური მუშაკი

დაწესებულების მისამართი: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი №2
სტრუქტურული ერთეული, ქვესტრუქტურა: ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება

ორგანიზაციული იერარქია
  • ვის ექვემდებარება (თანამდებობა) განყოფილების უფროსს
  • ვინ ცვლის საჭიროების შემთხვევაში (თანამდებობა) სოციალური მუშაკი
  • ვის ცვლის საჭიროების შემთხვევაში (თანამდებობა) სოციალური მუშაკს

შესასრულებელი სამუშაოები
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით აუცილებელი და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება პროგრამაში ჩართვისთვის, ელექტრონულ სისტემაში მუშაობა, კომპიუტერულ პროგრამაში პაციენტების ერთიანი მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შეტანა;
  • ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩასართავ პაციენტებთან გასაუბრება და სოციალური მდგომარეობის შეფასება, დოკუმენტირება;
  • პაციენტის სოციალური მხარდაჭერა, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და დასაქმების პროგრამებში
  • მონაწილეობის მხარდაჭერა, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პაციენტებისთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამების მოძიება და ინფორმაციული მხარდაჭერა;
  • პაციენტის სოციალური მდგომარეობის შესახებ ექიმის და ფსიქოლოგის ინფორმირება, დოკუმენტაციაში შესაბამისი ჩანაწერის წარმოება. პაციენტის მიგრაციისას საჭირო პროცედურებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
  • საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის წევრების ინფორმირება პაციენტის სოციალური საჭიროებების საკითხებთან დაკავშირებით.ტრენინგებში, სწავლებებში, სამუშაოს გაუმჯობესებისთვის, სიახლეების დანერგვისთვის საჭირო აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • შინაგანაწესის, შრომის დისციპლინის, დამტკიცებული ინსტრუქციების, კანონით დადგენილი ნორმების განუხრელი დაცვა;
  • მუშაობისას უსაფრთხოების სტანდარტებისა და წესების დაცვა;
  • განყოფილების უფროსის მითითებების შესრულება.

პასუხისმგებლობა
  • სამუშაო ადგილზე დროულ გამოცხადებაზე და სამუშაოს უნებართვოდ მიტოვებაზე;
  • სამუშაოს არ შესრულებაზე და/ან არაჯეროვან შესრულებაზე; უსაფრთხოების წესების დარღვევაზე;
  • ცენტრის შინაგანაწესის, დამტკიცებული წესების და საქართველოს კანონმდებლობით გათავლისწინებული ნორმების დარღვევაზე;
  • პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური ინფორმაციის არასათანადო დაცვაზე და გაცემაზე;

უფლებამოსილება
  • მოითხოვოს შესასრულებელი სამუშაოსთვის საჭირო ინფორმაცია;
  • გაეცნოს სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ინსტრუქციებს, წესებს, რეკომენდაციებს, ბრძანებებს, დადგენილებებს,
  • კანონებს და გაიდლაინებს; ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული შრომითი უფლებებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, უნდა ფლობდეს სოციალური მუშაკის სერტიფიკატს
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mhpa.ge

არასამთავრობო (NGO)
ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა და ადვოკატირება
სამედიცინო
ნარკოლოგია,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები