დღეს - 28 იან
სტარტი
ბეტონმზიდის / მიქსერის მძღოლი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995591706977

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო სამშენებლო მძიმე ტექნიკა
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება მინა, კერამიკა და ბეტონი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    სამშენებლო სამშენებლო მძიმე ტექნიკა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    წარმოება მინა, კერამიკა და ბეტონი
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია ,C კატეგორია
„პრომიქსი“ წარმოადგენს ბეტონისა და ინერტული მასალების მწარმოებელ კომპანიას 2018 წლიდან. კომპანიის მფლობელობაშია ბეტონის ქარხანა ბათუმში და თბილისის ლოკაციებზე ბეტონის ქარხნები და სამსხვრევი საწარმოები.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, სადაც დაგახვედრებთ მეგობრულ, დინამიურ და ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ წარმოაჩინოთ და განივითაროთ თქვენი შესაძლებლობები.

პრომიქსის“ გუნდში ბეტონმზიდის (მიქსერის) მძღოლის პოზიციაა ვაკანტური.

პოზიციის პასუხისმგებლობები და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბეტონმზიდის მართვა და ბეტონის ქარხნიდან მშენებარე ობიექტამდე ბეტონის გადაზიდვა;
  • ჩაბარებული ბეტონმზიდის მოვლა - პერიოდულად ბეტონის ამოტეხვა;
  • ქარხნისა და მშენებარე ობიექტის სამუშაო ტერიტორიებზე შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

ამ პოზიციაზე დასაქმებისთვის:
  • აუცილებელია გქონდეთ B და C კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია გქონდეთ სამუშაო გამოცდილება ამ ან მსგავს პოზიციაზე.

დამატებითი დეტალები:
  • ლოკაცია: თბილისი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული+გამომუშავება
  • ვაკანტური პოზიცია: 3

თუ გაქვთ ამ კატეგორიის მართვის მოწმობები და დაინტერესებული ხარ ჩვენთან ერთად პროფესიონალიზმით შეასრულო საქმე, მაშინ დაგვირეკეთ: +995591706977 ან გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: info@promix.ge სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბეტონმზიდის მძღოლი
რეზიუმის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 31 იანვარი

გისურვებთ წარმატებებს და გელით მთელი გულით!

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „შპს გამას“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
სამშენებლო
სამშენებლო მძიმე ტექნიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები