დღეს - 24 იან
ბილინგის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას
იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ
და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც
განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: ბილინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

ძირითადი ფუნქციები:
  • ასანაზღაურებელი თანხების შესახებ კომუნიკაცია შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციების შემოსავლებისა და დავალიანებების კონტროლი;
  • იურიდიული პირების დავალიანებების კონტროლი, ხანდაზმულობის რეპორტების მომზადება, მონაცემთა სისტემატიზაცია და ყოველთვიური რეპორტინგი;
  • სხვადასხვა კონტრაგენტებთან ფინანსური შედარებების წარმოება;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კლინიკების შესრულებული სამუშაოს დამუშავების პროცესის მონიტორინგი;
  • სადაზღვევო კომპანიების მიერ კლინიკების შესრულებული სამუშაოს დამუშავების პროცესის მონიტორინგი;
  • ბიზნეს ერთეულების მიერ დღის ჭრილში შესრულებული სამუშაოს მონაცემების შეგროვება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • ფასების ცნობარის შექმნა, განახლება და პერიოდული კორექტირება;
  • სხვადასხვა სახის ფინანსური რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით (სასურველია);
  • სამუშაო გამოცდილება: ბილინგის, ფინანსების, ანგარიშსწორებების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • MS Excel-ის საბაზისო ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: hr@hgh.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების
დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა
არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები