25 დეკ - 23 იან
უფროსი კონსტრუქტორი
რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995599653294

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი სახლის რემონტი და რეკონსტრუქცია
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ლითონები და მოპოვება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 4-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    შეკეთება / მონტაჟი სახლის რემონტი და რეკონსტრუქცია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ლითონები და მოპოვება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური,რუსული
შპს ,,კანო’’ აცხადებს ვაკანსიას უფროსი კონსტრუქტორის პოზიციაზე

ქალაქი: რუსთავი;
სრული განაკვეთი:
გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევი (09:30 დან 17:30 მდე); შაბათი (09:00 დან 15:00 მდე)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

ვეძებთ მაღალკვალიფიციურ, პრაქტიკულად ძლიერ უფროს კონსტრუქტორს, რომელსაც აქვს გამოცდილება მძიმე მეტალის / ფოლადის კონსტრუქციების სფეროში და შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს, განახორციელოს და აკონტროლოს სრული ინჟინერიული პროცესი — კონცეფციიდან წარმოებამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: სამშენებლო ინჟინერია / კონსტრუქციები;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ფლობა;
  • საპროექტო პროგრამების, შესაბამის დონეზე, ცოდნა;
  • რთული საინჟინრო საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო კონსტრუქციების პროექტირება ქვეყანაში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • რკინის კონსტრუქციების სტრუქტურული გამოთვლები, დატვირთვების ანალიზი, სიმტკიცისა და სტაბილურობის შემოწმება;
  • CAD პროკრამების ცოდნა;
  • წარმოებისთვის სამუშაო ნახაზების მომზადება და ტექნიკური დავალებების დაზუსტება;
  • კოორდინაცია წარმოების, ტექნოლოგების, ხარისხის კონტროლის და სამონტაჟო ჯგუფებთან;
  • მუშა პროექტების მიხედვით მასალების სპეციფიკაციების შედგენა შესყიდვისთვის და ხარჯთაღმრიცხველისთვის;
  • დაქვემდებარებული კონსტრუქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ორგანიზება, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი

უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ ანაზღაურებას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • ფიტპასი.

დაინტერესებული პირები სასურველია დაგვეკონტაქტონ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kano.ge აუცილებელია ელ. ფოსტის საგანში მიუთითონ ვაკანსიის პოზიციის დასახელება.
ტელ: +995599653294 (საკონტაქტო პირი: ნინო გელაშვილი)
შეკეთება / მონტაჟი
სახლის რემონტი და რეკონსტრუქცია
ნახვები
უნიკალური ნახვები