დღეს - 23 იან
კომუნალური სერვისების ადმინისტრატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • ენები: ქართული
კომპანია "გვირილა" საქართველოს რითეილ ბაზარზე გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბრის თვეში და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 355 ობიექტით არის წარმოდგენილი; მისი მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კომპანია დინამიურად ვითარდება და გაფართოებასთან ერთად გუნდის ახალ წევრებს იმატებს, რომელთაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს და კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სთავაზობს.

შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას კომუნალური სერვისების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:
  • აბონენტის რეგისტრაციის განაცხადების მომზადება და წარდგენა კომპანიის სახელზე
  • პროვაიდერებისგან დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, დარიცხვების სისწორის გადამოწმება და შესაბამისი ანალიზი
  • ინვოისების გამოთხოვა და შეგროვება
  • მომარაგების დროებითი გათიშვისა და აღდგენის მოთხოვნების მართვა
  • ბუღალტერიასთან კომუნიკაცია: დავალიანებებისა და გადასახდელი თანხების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება
  • შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა და არქივირება
  • სხვა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული საქმიანობები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ზუსტი და სტრუქტურირებული კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • Excel-ის საბაზისო ცოდნა
  • ქართულ ენაზე გამართული წერილობითი კომუნიკაცია

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, ახ. მელაშვილის ქ. N2 (სათავო ოფისი)
ანაზღაურება: შეთანხმებით

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები