დღეს - 23 იან
სტარტი
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
თბილისი, საბურთალო, კ. ქუთათელაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995577347700
მისამართი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის 3

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • ენები: ინგლისური
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2025 წლის 24 დეკემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:

თეოლოგიის ფაკულტეტზე, აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობაზე:
  • ასოცირებული პროფესორი თეოლოგიი მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
  • ასოცირებული პროფესორი ქართული ლიტერატურის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
  • ასოცირებული პროფესორი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
  • ასოცირებული პროფესორი სოციოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
  • ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
  • ასისტენტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
  • ასისტენტი სოციოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით

სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით შემდეგ სპეციალობებზე:
  • ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის, უპირატესად ადამიანის უფლებების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით;
  • ასისტენტ-პროფესორი, კერძო სამართლის, უპირატესად საავტორო უფლებების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით ;

აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:

ძირითადი კრიტერიუმი:
ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
  • შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
  • შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი და რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;

ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
  • შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

დამატებითი კრიტერიუმები:
  • აკადემიური ნიშნით შერჩევისას:
  • სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • საერთაშორისო გამოქვეყნებები;

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; (იხ. დანართი 1)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
  • ავტობიოგრაფია (CV) შევსებული ამ ბრძანების დანართი #2-ის შესაბამისად;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
  • კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები:

აკადემიური ნიშნით:
ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და დოქტორანტურაში სწავლის ცნობა;

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
სასწავლო კურსის სილაბუსი;

შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სქესობრივი

თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას წარმოადგინოს:
  • ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
  • ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ .
  • ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 (ექვსი) წლის ვადით;
  • ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით;
  • ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: +995577347700, ელექტრონული ფოსტა: info@sabauni.edu.ge

საბუთების მიღება განხორციელდება 2026 წლის 25 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. ან უნივერსიტეტში მისამართზე: კალისტრატე ქუთათელაძის ქ.N 3, 205 კაბინეტში. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: +995 577347700.

საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2026 წლის 28-29 იანვარს

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 230 იანვარს.

კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები