დღეს - 21 იან
სტარტი
Reach Truck ოპერატორი საწყობში
თბილისი, ლილო

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული
შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობში Reach Truck (სტელაჟორი, დამტვირთველი) ოპერატორის პოზიციაზე

პოზიციის მოკლე აღწერა:
Reach Truck (სტელაჟორის) ოპერატორი პასუხისმგებელია საწყობში პროდუქციის უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტურ გადაადგილებაზე, მაღალ სტელაჟებზე სწორად განთავსებასა და ჩატვირთვა-გატვირთვის პროცესების შესრულებაზე, კომპანიის შიდა სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში არსებული პროდუქციის (მაგალითად, პალეტების) სპეციალური ტექნიკით (Reach Truck/სტელაჟორი) უსაფრთხოდ გადაადგილება და განთავსება;
  • მიღებული პროდუქციის ატანა და განთავსება მაღალ თაროებზე (სტელაჟებზე), ზუსტად განსაზღვრულ ადგილზე; პროდუქციის გადაადგილება სამარაგო თაროებიდან საცალო თაროებზე;
  • საწყობის ოპტიმიზაციის მიზნით საჭირო სხვა გადაადგილებების შესრულება;
  • უსაფრთხოების წესის დაცვის უზრუნველყოფა, როგორც თავად თანამშრომლის, ასევე ტვირთის უსაფრთხოებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Reach Truck-ის, იგივე სტელაჟორის მართვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ყურადღებიანობა, დაკვირვებულობა და სიფრთხილე;
  • დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოშიმუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 22.01.2026
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); +995597002987

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/5RgldN4OyD
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები