23 დეკ - 21 იან
ბარისტა / ბარისტას დამხმარე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება ყავის ხარშვისა და ბარისტას უნარები
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1000 - 1200

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება ყავის ხარშვისა და ბარისტას უნარები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა
  • ენები: ქართული
VICEVERSA – თანამედროვე ყავის კაფე ვაკეში, საკუთარი სტილით და ნამდვილი ყავის სიყვარულით.
ჩვენთან ყავის ყოველი სასმისი მზადდება SCA (Specialty Coffee Association) სტანდარტების მკაცრი დაცვით,
ხოლო სხვა ცხელი/ცივი სასმელები – სტანდარტული რეცეპტებისა და სერვისის წესების მიხედვით.

ვეძებთ გუნდში ახალ წევრებს პოზიციებზე: ბარისტა და ბარისტას დამხმარე.

ძირითადი ინფორმაცია
მდებარეობა: თბილისი, ვაკე, აბაშიძის 29
განაკვეთი:
დილის ცვლა – 08:30–15:30
საღამოს ცვლა – 15:30–22:00
გრაფიკი: კვირაში 5/2 სამუშაო დღე

ანაზღაურება
ბარისტა: 1100–1300 ₾
ბარისტას დამხმარე: 1000–1100 ₾
სტაჟირება: პირობები განისაზღვრება გასაუბრებისას

დამატებით:
კვება / პროდუქცია: 30% ფასდაკლება კაფეს მენიუზე


ზოგადი მოთხოვნები (ორივე პოზიციისთვის)
  • საშუალო განათლება სავალდებულო, ბაკალავრი – სასურველი
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • სწრაფი, ლოგიკური აზროვნება და ელემენტარული მათემატიკური უნარები
  • ესთეტიური იერი და სუფთა, პრეზენტაბელური სტილი
  • სტუმართან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა ან შესწავლის სურვილი
  • მენიუს სწავლის და კლასიკური ყავის სასმელების (espresso, cappuccino, latte და ა.შ.) SCA სტანდარტით სწავლაზე ორიენტირებულობა
  • სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა

გამოცდილება ბარისტად ან მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად, მაგრამ სწორი დამოკიდებულება და სწავლის სურვილი ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ბარისტა – ძირითადი მოვალეობები
  • ცხელი და ცივი ყავის სასმელების მომზადება (ესპრესო, კაპუჩინო, ლატე და სხვ.) SCA (Specialty Coffee Association) სტანდარტების მკაცრი დაცვით
  • მომხმარებელთან მეგობრული, პროფესიონალური კომუნიკაცია, შეკვეთების მიღება, რეკომენდაციების მიცემა
  • გადახდის პროცესის მართვაში დამხმარეს ხელშეწყობა – სალაროსთან მუშაობა, თანხის მიღება და ბალანსის კონტროლი
  • სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა – ყავის მანქანა, სამუშაო ზედაპირი, ჭურჭელი, ბარის და საერთო სივრცის მოწესრიგება და სივრცის კონტროლი.
  • პროდუქტების მართვა – მარაგების (ყავის მარცვალი, რძე, სიროფები და სხვ.) კონტროლი, ვადების გადამოწმება და შევსება
  • ყავის მანქანისა და აღჭურვილობის ყოველდღიური წმენდა და საბაზისო ტექნიკური წესების შესრულება
  • მენიუს სრულად ცოდნა და სასმელებისა და დესერტების შეთავაზება მომხმარებლებისთვის
  • დამხმარის ტრენინგში მონაწილეობა და მიღებული უნარჩვევების გამტკიცება.

ბარისტას დამხმარე – ძირითადი მოვალეობები
  • გადახდის პროცესის დამოუკიდებელად მართვა– სალაროსთან მუსაობა, თანხის მიღება, ბალანსის შენარჩუნება და სხვა.
  • ბარისტას დახმარება სასმელების მომზადებაში – ინგრედიენტების მომზადება, ჭიქების/ჭურჭლის დასუფთავება და სხვა.
  • სისუფთავის უზრუნველყოფა – მაგიდების, ბარის და სამზარეულოს ზონის მოწესრიგება, ჭურჭლის რეცხვა
  • მარაგების შევსება – ყავის მარცვლის, რძის, შაქრის, წყლის და სხვა საჭირო ნივთების დროული შევსება
  • მომხმარებელის თავაზიანი მომსახურება– შეკვეთების მიტანა მაგიდასთან, წყლის შეთავაზება, შეკვეთის დეტალების დაზუსტება
  • ყავის მანქანისა და ბარის ინვენტარის წმენდა ბარისტასთან ერთად
  • პიკის საათებში სწრაფი და ორგანიზებული მოქმედება, ბარისტასთან კარგი კოორდინაცია
  • ტრენინგის გაკვეთილების გამეორება და ბარისტას შენიშვნების გათვალისწინება.

ეს პოზიცია იდეალურია მათთვის, ვინც უნდა ისწავლოს ბარისტის პროფესიაც და ეტაპობრივად გადავიდეს სრულფასოვან ბარისტად.

ჩვენ გთავაზოთ:
  • სტაბილურ, დროულ ანაზღაურებას
  • კომფორტულ, თბილ სამუშაო გარემოს და გუნდურ მხარდაჭერას
  • SCA (Specialty Coffee Association) სტანდარტებზე დაფუძნებულ ტრენინგს და ყოველდღიურ მუშაობას მაღალი ხარისხის ყავასთან
  • სპეციალიზებულ ცოდნას ყავაზე, რომელსაც მომავალშიც წაიღებ, როგორც პროფესიას

როგორ შემოგვიერთდე :

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე:
ელ. ფოსტა: 2016viceversa@gmail.com

ან დაგვიკავშირდით Viber / WhatsApp-ზე:+995 579 05 42 70 ან +995 595 28 68 68
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ყავის ხარშვისა და ბარისტას უნარები
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები
თბილისი