დღეს - 20 იან
სტანდარტი
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@mihouse.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 800
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.
ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი, ჰუალინგ პლაზა
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე:
ანაზღაურება: 800 ლარი
გრაფიკი: მცოცავი (კვირაში 40 სამუშაო საათი)
დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:
- მომხმარებლებისთვის კომპანიის სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური მომსახურება;
- მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა, მომსახურების მიხედვით მათი დაკვალიანება, კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის მარაგების შემოწმება შესაბამის პროგრამაში;
- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შეკვეთის სტატუსის შემოწმება და ინფორმაციის გაცემა;
- მომსახურებისას წარმოქმნილი პრობლემური შეტყობინებების ჩანიშვნა და პროგრამულად დაფიქსირება;
- გამოტოვებული შეტყობინებების მონიტორინგი და უკუკავშირი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი,
- აქტიურობა და სისწრაფე;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
- განვითარებაზე კონცენტრირებულობა;
კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას.
ჩვენ კი გთავაზობთ ძალიან მეგობრულ, ადამიანურ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 15 იანვრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები
