დღეს - 17 იან
სტანდარტი
სოციალური მუშაკი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: არასამთავრობო (NGO) ანტიტრეფიკინგის ინიციატივები
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2080

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    არასამთავრობო (NGO) ანტიტრეფიკინგის ინიციატივები
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
სახელმწიფო ზრუნვისა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აცხადებს სოციალური მუშაკის ვაკანსიას

ვაკანსია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის ბავშვზე ზრუნვის და დაცვის განყოფილების (მიმართულება ბარნაჰუსი) სოციალური მუშაკი
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 2080 ლარი (დარიცხული)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:
  • სოციალურ მუშაობაში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი, ან სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არანაკლებ 45 კრედიტით.
  • სასურველია სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია გავლილი ჰქონდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის კურსი.

სხვა უნარ-ჩვევები
  • წერითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
  • პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია – სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძველზე წარმართვა;
  • ბენეფიციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმების გამოყენებით წარმართვა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქციები:
  • უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის (ე.წ ბარნაჰუსი) მომსახურების მიმღები პირების მდგომარეობის შეფასებას/ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას, მათ შორის, შემთხვევის ადრეულ ეტაპზე უსაფრთხოების და დაცვის საკითხებს;
  • ავლენს საჭიროებებს და განსახორციელებელ ღონისძიებებს. ადგენს ბავშვის ინდივიდულაური განვითარების გეგმას;
  • უზრუნველყოფს ბავშვის მომსახურების მოკლე და გრძელვადიან სარეაბილიტაციო გეგმას სხვა სპეციალისტების ჩართულობით და ზედამხედველობას უწევს მისი განხორციელების პროცესს;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად უზრუნველყოფს ბავშვის საპროცესო წარმომადგენლობას, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია გამომძიებლის, პროკურორის ან მოსამართლის მიერ;
  • ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაობის ფარგლებში, ახორციელებს სხვა ღონისძიებებს (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მომსახურების მიმღები პირის შესაბამის მომსახურებაში გადამისამართებას).

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე samdivno-agency@moh.gov.ge
საკონტაქტო ტელ.ნომერი: (+99532) 2 19 22 32
არასამთავრობო (NGO)
ანტიტრეფიკინგის ინიციატივები
ნახვები
უნიკალური ნახვები