ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
საცალო გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
- ანაზღაურება: ფიქსირებული 700(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული,ინგლისური
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (Brod, Brod Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
კომპანია Giggles აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ.თვალჭრელიძის ქუჩა #2, East Point
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე, ან 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, კომბინირებულად; გრაფიკი 10:00-16:00/16:00-22:00
ანაზღაურება: თვიური 700 ლარი + გაყიდვების ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან, დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში
- პროდუქციის მახასიათებლების ახსნა დაინტერესებულებისთვის, გაყიდვების გეგმის შესრულება
- გადახდების პროცესის მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება
- პროდუქციისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com (და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - +995 599305580.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს