შემდეგი
დღეს - 17 იან
საწყობის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@palitra.ge
ტელეფონი: +995 595 992 927
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია, ლოჯისტიკური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობის თანამშრომელთა დისციპლინისა და ეფექტური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
- დამკვეთებისგან მიღებული შეკვეთების შესრულების პროცესის მართვა და კონტროლი;
- საბითუმო და საცალო საწყობის სამუშაო პროცესების ორგანიზება, გამართვა და ყოველდღიური კონტროლი;
- ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციის მიღება, რაოდენობრივი მითვლა, გადამოწმება და სისტემაში ასახვა;
- მარაგებში სხვაობებთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენა, მონიტორინგი და დროული გადაწყვეტა;
- ინვენტარიზაციის ჯგუფთან ერთად მარაგების მაქსიმალური სიზუსტით კონტროლი;
- დაბრუნებული პროდუქციის მიღებისა და აღრიცხვის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია საწყობში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქტუალურობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგელობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ბენეფიტები:
- თანამშრომელთა ტრანსპორტირება კომპანიის მიერ;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი;
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, აფრიკის დასახლება, აბელ ენუქიძის ქუჩა №7
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 იანვარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 992 927
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები