დღეს - 16 იან
ვიპ
ბილინგისა და დებიტორების კონტროლის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: mariam.zakaidze@orkin.ge
ტელეფონი: +995 577 18 41 42
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა, სხვა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა, სხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
„ორკინი საქართველო“ გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო ინდუსტრიაში ბილინგის და დებიტორების კონტროლის სპეციალისტის პოზიციის კანდიდატურაზე — შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.
„ორკინი საქართველო“ (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).
პირობები და სხვა დეტალები:
სამუშაო აღწერილობა, როლი და პასუხისმგებლობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge. გთხოვთ, subjec-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
„ორკინი საქართველო“ (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).
პირობები და სხვა დეტალები:
- გრაფიკი: სრული განაკვეთი, სტანდარტული განაკვეთი
- ანაზღაურება/პირობები: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
- ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი სტანდარტული ბენეფიტებით
სამუშაო აღწერილობა, როლი და პასუხისმგებლობები:
- ახალ დამკვეთებთან გაფორმებული კონტრაქტებისა და დანართების შემოსავლების დარიცხვის ბაზასთან შედარება და ყოველთვიური დარიცხვების ბაზების ბუღალტერიისთვის საჭირო ფორმატით (ექსელის ფაილით) გაზიარება.
- მომსახურების ხელშეკრულებების დადარება კომპანიის საოპერაციო პროგრამაში დარეგისტრირებულ ინფორმაციასთან და კონტრაქტების/დანართების ბუღალტერიის პორტალზე ატვირთვა;
- ინფორმაციის დაზუსტების/გასწორების მიზნით, დარიცხვების ბაზების შედარებისას დაფიქსირებული უზუსტობების შესაბამის სამსახურთან გაზიარება მეილის სახით.
- დაუდასტურებელი და უარყოფილი ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
- ბუღალტერიისგან საბოლოო რეალიზაციის ფაილის მიღება და შემოსავლების შემოწმება, RS-თან დადარება და პროგრამულად გატარებული დარიცხვების დადასტურება.
- დამკვეთებისთვის მიმდინარე თვის მომსახურების ანგარიშ-ფაქტურის მომზადება და ატვირთვა; საჭიროების მიხედვით ინვოისის ხელით გენერირება და იმეილზე გაგზავნა;
- ბუღალტერიისგან ავანსებზე ინფორმაციის მიღება შემოწმება და დამკვეთებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში დამკვეთებთან სხვადასხვა აქტების გაფორმება (შედარების, სამმხრივი აქტი, ურთიერთჩათვლა);
- ყოველდღიურად ბალანსის პროგრამაში საბანკო ამონაწერის გატარება;
- დებიტორული დავალიანებებისა და ვადების ბაზის მართვა, განახლება და მენეჯმენტისთვის/ შესაბამისი სამსახურისთვის რეპორტების მომზადება;
- საინვოისე საკონტაქტო ბაზის მუდმივი განახლება და ბუღალტერიისთვის გაზიარება;
- კომპანიის ტელეფონზე შემომავალი დებიტორებთან დაკავშირებული ზარების კონტროლი და პროგრამულად თვის დათქმულ თარიღებში დამკვეთებთან დებიტორული დავალიანების ვადის შესაბამისი მეილების გაგზავნა;
- შეწყვეტილი სტატუსის მქონე კომპანიებთან წერილობითი კომუნიკაცია საკითხის აღსრულებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
- ყოველთვიურად აღსრულებაში გადასაცემი დებიტორების სიის, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და იურიდიულ კომპანიასთან გადაგზავნა/მონიტორინგი.
- ხარვეზიანი ხელშეკრულებების და დანართების აღრიცხვა, კონტროლი და გასწორებული დოკუმენტაციის მოთხოვნა;
- ბექ-ოფისის კადრების დრო და დრო დახმარება და ჩანაცვლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია, მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
- სასურველია, ჰქონდეს პროგრამა Balance-ში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია, ჰქონდეს Rs.Ge-თან მუშაობის გამოცდილება;
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების: Word, PowerPoint, Outlook-ის სათანადო ცოდნა;
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
- პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
- გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი (ბიზნეს-პროცესების ანალიზი)
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
- უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
- კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
- საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
- კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
- აუცილებელია, რომ კანდიდატს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
- მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge. გთხოვთ, subjec-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
