დღეს - 15 იან
ელ-კომერციის კატალოგის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები კომერციული სტრატეგია, კომერციული ოპერაციები და შესრულება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
ELEMENT.GE - კომპიუტერული ტექნიკის წამყვანი ონლაინ მაღაზია, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს სექტორის ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე, აცხადებს ვაკანსიას ელ-კომერციის კატალოგის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც სრულყოფილად ერკვევა კომპიუტერულ ტექნიკაში და სურს იმუშაოს თანამედროვე ელ-კომერციის პლატფორმებთან.

ძირითადი მოვალეობები
  • პარტნიორებისგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე პროდუქციის დამატება, რედაქტირება ან წაშლა;
  • პროდუქტის ვიზუალური მხარის და აღწერილობის სისწორის უზრუნველყოფა (აკურატული ფორმატირება, სტრუქტურის დაცვა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი კომპონენტების სიღრმისეული ცოდნა. უნდა შეგეძლოთ სპეციფიკაციების თავისუფლად კითხვა და ანალიზი;
  • თანამედროვე ელ-კომერციის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Excel-ის ან Google Sheets-ის ცოდნა მონაცემთა მასიური დამუშავებისთვის;
  • ტექნიკური ინგლისურის ცოდნა (სპეციფიკაციების სრულყოფილად გასაგებად).

პიროვნული უნარები
  • დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება;
  • დიდი მოცულობის ინფორმაციის სტრუქტურირებისა და მართვის უნარი;
  • რუტინული სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულების უნარი;
  • ახალი ციფრული ხელსაწყოების სწრაფად ათვისების უნარი.

პირობები
  • ჯანსაღი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
  • წვდომა თანამედროვე ელ-კომერციის ტექნოლოგიებთან;
  • სტაბილური ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: jobs@element.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ელ-კომერციის კატალოგის მენეჯერი".
ბოლო ვადა: 15 იანვარი

გაყიდვები
კომერციული სტრატეგია,
კომერციული ოპერაციები და შესრულება
ნახვები
უნიკალური ნახვები