შემდეგი
17 დეკ - 31 დეკ
სოციალური მუშაკი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Recruitment_Georgia@wvi.org
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: არასამთავრობო (NGO)
ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება - ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული
ფილანტროპია - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):არასამთავრობო (NGO)
ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):არაკომერციული
ფილანტროპია - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: სოციალური მუშაობა
- ენები: ქართული
World Vision საქართველო აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფრის სოციალური მუშაკის პოზიციაზე
გასაუბრებები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე, ამიტომ გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა დროულად გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
პოზიციის სახელწოდება: სოციალური მუშაკი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 20 საათი კვირაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღესამისო თავშესაფარს.
დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24–საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.
დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვის ცენტრში შემოსვლისთანავე ანკეტის (სარეგისტრაციო ფორმის) შევსება;
- დღის ცენტრის ბენეფიციართა შემთხვევების (პირადი საქმის) წარმოება;
- დღის ცენტრში შემოსული ბავშვის გადაუდებელ საჭიროებებს განსაზღვრა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური კუთხით და ცენტრის მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად ამ საჭიროებათა დაკმაყოფილების გზების მოძიება;
- ინფორმაციის მოძიება ბავშვის ოჯახისა და სოციალური თანადგომის ქსელის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ბავშვის შეფასება და ცენტრის მულტიდისციპლინარულ გუნდსა და მობილური ჯგუფის სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობით პირველადი ზრუნვის გეგმის შედგენა;
- პროგრესის ჩანაწერების წარმოება ბავშვის შემთხვევასა და პირველადი ზრუნვის გეგმის მიზნების შესრულებასთან მიმართებაში;
- აქტიური მონაწილეობა ბავშვის პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციასა და მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებში; ინფორმაციის და მისთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების მიწოდება მობილური ჯგუფის სოციალური მუშაკისთვის;
- ცენტრის მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად ბავშვის მომზადება 24 საათიან ტრანზიტულ მომსახურებაში ან ზრუნვის გრძელვადიან ფორმაში გადასასვლელად;
- ცენტრის მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად ბავშვის 24 საათიან ტრანზიტულ მომსახურებაში ან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში გადასვლის მზაობის შეფასების ინსტრუმენტს შემუშავება და მობილური ჯგუფის სოციალურ მუშაკთან ერთად ბავშვის შეფასებას განხორციელება ამ ინდიკატორების შესაბამისად;
- ორგანიზაციის შიდა პოლიტიკების დაცვა და იმოქმედოს ბავშვთა და ზრდასრულ ბენეფიციართა დაცვის ქცევის პროტოკოლის შესაბამისად;
- მენეჯერის დავალებით პოზიციასთან დაკავშირებული სხვა პასუხისმგებლობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სოციალური სამუშაოს მიმართულებით
- აღნიშნული პროფესიით მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
- ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და დაგეგმარების უნარი
- დეტალების მიმართ ყურადღება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება WVG – Social Worker მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 31 დეკემბერი
გთხოვთ, რეზიუმეში დაამატოთ თანხმობის განცხადება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეზიუმე მოხვდება შერჩეულ კანდიდატებს შორის ადასტურებთ, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.
ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმე/ბიოგრაფია და სხვ.) გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსული დაამუშაოს, შეაგროვოს და შეინახოს რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ფარგლებში, თქვენი შერჩევისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე და/ან მომავალ ვაკანსიებთან, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თქვენ გაქვთ უფლება:
მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რომელი მონაცემებია დამუშავებული თქვენზე ორგანიზაციის მიერ;
ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლა, დაბლოკვა ან/და წაშლა. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: Recruitment_Georgia@wvi.org
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორგანიზაციას გაუზიარებს დამატებით პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის სპეციალური კატეგორიის მონაცემებს), ეს ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაუყოვნებლივ წაიშლება საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“კანონის შესაბამისად.
„World Vision საქართველოს“მიერ კანდიდატების შერჩევის/დასაქმების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონის – „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და თანასწორი მოპყრობის პრინციპების სრული დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით. დისკრიმინაციისგან დაცვა უზრუნველყოფილია დასაქმების ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
„World Vision საქართველო“არის თანასწორი შესაძლებლობების მქონე დამსაქმებელი, რომელიც აფასებს და პატივს სცემს მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს მნიშვნელობას და აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ყველა კანდიდატს და თანამშრომელს, მიაღწიოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
არასამთავრობო (NGO)
ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება
ნახვები
უნიკალური ნახვები