დღეს - 29 დეკ
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი, ვაკე
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: დროებითი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ბონუსები და წახალისება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ქართული,ინგლისური
სამკაულების საცალო ქსელში ცხადდება ვაკანსია: გაყიდვების კონსულტანტი
კვირაში 1 სრული დღე

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ბიჟუტერიის შეთავაზება ადგილობრივ ბაზარზე. ვაკეში, ჭავჭავაძეზის გამზირზე სავაჭრო ცენტრში განთავსებული სტენდისთვის კომპანია ეძებს გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც იმუშავეს კვირაში მხოლოდ ერთი დღე დილის 10-დან საღამოს 10-მდე.

სამუშაო მოვალეობების აღწერა:
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის დემონსტრაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
  • პროდუქციის გაყიდვა, შეფუთვა, მომხმარებელთან ანგარიშსწორება
  • მაღაზიის დახლებზე პროდუქციის განთავსება
  • პროგრამაში ინფორმაციის შეტანა და ჩანაწერების წარმოება
  • პროდუქციის მარაგების კონტროლი
  • სალაროს კონტროლი
  • სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება
  • ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შესრულება კომპანიის მიერ წინასწარ განსაზღვრული წესის/სტანდარტის მიხედვით
  • კომპანიის გუნდისთვის დაკვირვებებისა და იდეების გაზიარება კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე
  • საჭიროებისამებრ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
  • სადღესასწაულო და სააქციო პერიოდებში ზეგანაკვეთური (ანაზღაურებადი) დროით მუშაობა სხვა დღეებში
ძირითადი მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
  • გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • კომპიუტერული უნარები
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შრომის ხარისხზე და შედეგზე ორიენტაცია
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილს წარმოადგენს თანამედროვე კეთილმოწყობილ სავაჭრო ცენტრში 2m x 2m ზომის კვადრატული სტენდი
ანაზღაურება ფიქსირებული 100 ლარის ოდენობით თითო სამუშაო დღეს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გარეშე, ასევე ცვლადი დამატებითი ანაზღაურება (ბონუსი), რომელიც დაითვლება გაყიდვების მოცულობიდან გამომდინარე.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: ngconsultservice@gmail.com წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები