დღეს - 24 დეკ
რეგიონული ფილიალის ბილინგის ოპერატორი
თბილისი, ზაჰესი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მონაცემთა დამუშავება, საოპერაციო პროცესების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები კომუნალური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 960

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მონაცემთა დამუშავება, საოპერაციო პროცესების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები კომუნალური მომსახურება
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას მცხეთა - მთიანეთის რეგიონული ფილიალის ბილინგის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაჰესი, წინამძღვრიშვილის ქ.№17ბ.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 960 ლარი (Gross)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;
  • ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ბილინგთან დაკავშირებული სამუშაოების ოპერატიული შესრულება;
  • ბილინგის მონაცემთა ბაზების კონტროლი, მიღებული მონაცემების ანალიზი;
  • შემოსული დოკუმენტაციის დახარისხება, მოწოდებული და რეალური ინფორმაციის შესაბამისობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და უფროსისთვის მიწოდება;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება/წარდგენა უშუალო უფროსისთვის; მასზე მინდობილი კომპანიის კუთვნილი ქონების დაცვა/მოფრთხილება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/სპეციალობა: სასურველია - ფინანსური/ეკონომიკური;
  • სასურველია მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 24 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
მონაცემთა დამუშავება,
საოპერაციო პროცესების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები