15 დეკ - 13 იან
სენსორული თერაპევტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო თერაპია
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო თერაპია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო საქონელი და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • ენები: ქართული
ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ აცხადებს კონკურს სენსორული თერაპევტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბავშვის/მოზარდის ადაპტაციური ფუნქციონირების ან/და სენსორული პროფილის შეფასება
  • საჭიროებების განსაზღვრა;
  • წლიური გეგმის შესაბამისად სენსორული თერაპიის სეანსების ჩატარება;
  • მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
  • სამუშაო გარემოს მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ოკუპაციური თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, ენისა და მეტყველების თერაპიის ან ფსიქოლოგიის დისციპლინის მაგისტრი/ბაკალავრი;
  • სენსორულ თერაპევტად მუშაობის გამოცდილება;
  • სენსორული თერაპიის სპეციალური ტრენინგის ან სტაჟირების გავლის დამადასტურებელი საბუთი;
  • სენსორული პროფილის შეფასების ინსტრუმენტის ან კითხვარის ფლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის საუკეთესო უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
  • სამუშაო გამოცდილება
  • მოტივაცია
  • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად;
ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:
რეზიუმე (CV)
სამოტივაციო წერილი

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 1 იანვარი

რეზუმე, სამოტივაციო წერილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე dcfs.georgia@gmail.com ,,Subject” ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „სენსორული თერაპევტი“
შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად გამოგზავნილი რეზიუმეების მიხედვით შერჩეული კანდიდატები დაბარებული იქნებიან გასაუბრებზე.

ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა, ასევე მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ ბავშვთა/პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
სამედიცინო
თერაპია
ნახვები
უნიკალური ნახვები