15 დეკ - 30 დეკ
სტანდარტი
ჯოსპერ გრილის მზარეული
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება კულინარია
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება კულინარია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • ენები: ქართული
სასტუმრო თბილისი ფილარმონია მერკურისგან აცხადებს ვაკანსიას ჯოსპერ გრილის მზარეულის პოზიციაზე.

სასტუმრო თბილისი ფილარმონია მერკურისგან იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხამრებელს!

ძირითადი ვალდებულებები:
  • ჯოსპერის ნახშირის ღუმელის ეფექტური მართვა;
  • ხორცპროდუქტების, ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულის მომზადება რესტორნის სტანდარტების მიხედვით;
  • გრილის ტემპერატურის, ნახშირის რაოდენობისა და მომზადების დროის მუდმივი კონტროლი;
  • რეცეპტების მიხედვით პროდუქტების დამარინადება, შეზავება და მომზადება;.
  • კერძების გემოს, ხარისხისა და პრეზენტაციის შემოწმება;
  • „ა ლა კარტე“ კერძების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ჯოსპერის გრილის მომზადება-ნახშირის ანთება, ტემპერატურის რეგულირება, ინვენტარის მოწესრიგება;
  • სამუშაო პროცესის შენარჩუნება მთელი ცვლის განმავლობაში;
  • მარაგების კონტროლი და დროული კომუნიკაცია შეფთან ან სუპერვაიზერთან;
  • პროდუქტების სწორად შენახვა, მონიშვნა და როტაცია (FIFO).
  • HACCP-ის და ყველა საკვების უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა;
  • გრილის სივრცის მუდმივად სუფთა და ორგანიზებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • ჯოსპერის ღუმელისა და სამუშაო ადგილის დასუფთავება;
  • სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
  • შეფთან ზუსტი კომუნიკაცია მომზადების დროებსა და სპეციალურ მოთხოვნებზე.

საჭირო გამოცდილება და უნარები:
  • ჯოსპერის ან სხვა ნახშირის გრილთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • გრილთან მუშაობისა და ხორცპროდუქტის მომზადების ტექნიკის კარგი ცოდნა;
  • სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

კომპეტენციები:
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • სუფთა და ორგანიზებული სამუშაო სტილი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • მაღალ ტემპერატურასთან მუშაობის უნარი.

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hc1n1-hr@accor.com , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 29/12/2025

სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები