დღეს - 09 იან
უძრავი ქონების ბროკერი
ბათუმი, სხვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ენები: ინგლისური,რუსული
Shock აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: "უძრავი ქონების ბროკერი"

შრომის ანაზღაურების ფორმა: ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ხელზე გასაცემი ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი: კვალიფიკაციის შესაბამისად, 1000 - 1500 ლარი.
ბონუსი: პროცენტი რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულებიდან
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 საათი.
დასაქმების ადგილი: ბათუმი.
უშუალო დაქვემდებარება: დირექტორი.
გამოსაცდელი ვადა: ექვსი თვე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროპერტა ბროკერის კლიენტებისთვის პროფესიონალური საბროკერო მომსახურების გაწევა კომპანიის პოლიტიკის და სტანდარტების შესაბამისად.
  • უძრავი ქონების ბაზრის პერიოდული კვლევა და ანალიტიკა.
  • სარეალიზაციო უძრავი ქონების პორტფელის ფორმირება.
  • პორტფელის ფორმირების მიზნით ახალი სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიების / პროექტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმართვა.
  • არსებული პარტნიორი დეველოპერული კომპანიების საბროკერო მომსახურების უზრუნველყოფა.
  • სარეალიზაციო უძრავი ქონების ინსპექტირება და მესაკუთრისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა, მესაკუთრესთან კორდინაციაში ქონების სარეალიზაციო პირობების ჩამოყალიბება და განსათავსებლად შეთავაზების მომზადება.
  • მარკეტინგულ გუნდთან ერთად სარეალიზაციო ქონების მარკეტინგული შეფუთვის (ვიზულური მასალის და მარკეტინგული პაკეტის შექმნა) უზრუნველყოფა.
  • შეთავაზების განთავსება პროპერტას ონლაინ პლატფორმაზე და უძრავი ქონების სხვა ციფრული პლატფორმებზე.
  • უძრავი ქონების მყიდველების მოძიება. პოტენციურ მყიდველებთან კომუნიკაციის წარმართვა და კონსულტირება.
  • მყიდველსა და გამყიდველს შორის მოლაპარაკების პროცესის ფასილიტაცია და ნასყიდობის ტრანზაქციის პროცესის კორდინაცია.
  • პროპერტას სხვა სერვისების ჯვარედინი გაყიდვების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში).
  • რუსული და ინგლისური ენის არანაკლე B2 დონეზე ცოდნა.
  • საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვის და ანალიტიკური უნარები.
  • საოფისე პროგრამების (MS Word, Exel, PowerPoint) საბაზისო ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭებთან კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 20 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@properta.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "უძრავი ქონების ბროკერი"
გაითვალისწინეთ, აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.
წარმატებას გისურვებთ!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები