10 დეკ - 08 იან
სტანდარტი
გაყიდვების ოპერატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995568631369

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები, სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები, ქსელის გაფართოება და ზრდა, გაყიდვების მენეჯმენტი ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება უსაფრთხოების ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები საინფორმაციო სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1000
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები, სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები, ქსელის გაფართოება და ზრდა, გაყიდვების მენეჯმენტი
    ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება უსაფრთხოების ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    კორპორატიული სერვისები საინფორმაციო სერვისები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სეიფთი თიმი არის წამყვანი საკონსულტაციო კომპანია შრომის უსაფრთხოების სფეროში, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს საქართველოში, შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო, შეამცირონ რისკები და სრულად შეესაბამებოდნენ ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი სერვისები მოიცავს შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვას, აუდიტს, ტრენინგებს, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ევაკუაციის გეგმების მომზადებას და სხვა.

ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების ოპერატორს ჩვენს გუნდში გასაწევრიანებლად. ეს პოზოცია მოიცავს B2B (ბიზნეს-ბიზნესთან) გაყიდვებს და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებას. თქვენი მთავარი ამოცანა იქნება პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება და მათთვის ჩვენი შრომის უსაფრთხოების სერვისების გაყიდვა.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციურ კლიენტებთან (კომპანიებთან) სატელეფონო კომუნიკაცია და მათთვის ჩვენი საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება.
  • კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული, ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება.
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა, პირველადი კონტაქტიდან გარიგების წარმატებით დახურვამდე.
  • კომპანიის სერვისების ღირებულების და სარგებლის ეფექტურად კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია B2B ან საკონსულტაციო სერვისების გაყიდვებში).
  • ძლიერი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები.
  • შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი მოტივაცია.
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და თვითორგანიზებულობა
  • შრომისმოყვარეობა და შრომის უსაფრთხოების სფეროს შესწავლის სურვილი.

რას გთავაზობთ:
  • ხელფასი: მოჭრილი 1000 ლარი და გაყიდული სერვისიდან 30% ბონუსი მოყვანილი კლიენტიდან, ხელფასის წრაფი ზრდის პერსპექტივით
  • სამუშაო გრაფიკი 10:00-18:00 საათამდე
  • დასვენების დღეები: შაბათი, კვირა და ოფიციალური უქმე დღეები.
  • კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა დინამიურ და მზარდ სფეროში.
  • მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი.

განაცხადის შეტანის პროცედურა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: info@safetyteam.ge
შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან შეხვედრაზე და გასაუბრებაზე.
ტელ: +995568631369

გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები,
სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები,
ქსელის გაფართოება და ზრდა,
გაყიდვების მენეჯმენტი
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
უსაფრთხოების ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები