09 დეკ - 07 იან
ქოლ-ცენტრის თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1300

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული,ინგლისური
შპს PREMIX ავტო ნაწილების მაღაზიათა ქსელი და მსუბუქი ავტომობილების სერვისი, ჩვენ ვყიდით 30-ზე მეტ განსხვავებული კატეგორიის ავტო ნაწილს, რაც გულისხმობს 40 000-მდე დასახელების პროდუქტს. ვართ ყველა წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი და ჩვენთან გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ორიგინალი, მაღალი ხარისხის პროდუქტი.
შპს PREMIX-ის შექმნისას გვჯეროდა რომ — სანდოობა, საქმისადმი ერთგულება და ადამიანური დამოკიდებულება ნებისმიერი წარმატების საწყისია. ყველაფერი კი 2002 წლის 4 დეკემბერს დაიწყო. შპს PREMIX შეიქმნა იმ სურვილით, რომ საქართველოში იარსებებდა ადგილი, სადაც ხარისხიანი, ორიგინალი ავტონაწილები, სანდო ავტო სერვისი და ადამიანური დამოკიდებულება ერთ სივრცეში შეხვდებოდა ერთმანეთს.

შპს პრემიქსი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ.გაფრინდაშვილის #15
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე;
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალო ხელფასი 1500 ლარიდან)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სარეალიზაცო პროდუქციისა და სერვისების, სტანდარტული და სააქციო ფასების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
  • კატალოგებში მუშაობა და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოძიება
  • მომხმარებლებისგან შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა, მათი პრობლემების და საჭიროებების იდენტიფიცირება და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა
  • კომპანიის ციფრულ არხებში შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული რეაგირება და პასუხის გაცემა, არარელევანტური კომენტარების მენეჯმენტი.
  • მომხმარებელთა გამოხმაურების და რევიუების მონიტორინგი, მენეჯმენტისთვის დროული უკუკავშირის მიწოდება.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და მოქნილობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@premix.ge და სათაურის ველში ( subject ) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/profile.php?id=61575439306160

მოარგე პროფესია სწორ გზას — შემოუერთდი პრემიქსის გუნდს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები