08 დეკ - 31 დეკ
საქმეთა მწარმოებელი
თბილისი, ვაშლიჯვარი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): სიცოცხლის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    მშენებლობა სამშენებლო მასალები, სამოქალაქო საინჟინრო საქმე
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
სამშენებლო კომპანია მწვანე კაპიტალი ეძებს გამოცდილ საქმეთა მწარმოებელს ვაშლიჯვარში არსებული მიმდინარე სამშენებლო ობიექტისთვის.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • სამშენებლო სამუშაოების სრული კოორდინაცია და მართვა ობიექტზე;
  • ბლოკის მწყობელებისთვის სართულების დაკვალვა და სამუშაო ფრონტის სწორად გადანაწილება;
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვა, გაანალიზება და შესრულების კონტროლი;
  • ერთდროულად 10-მდე კონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორის მართვა, მათი სამუშაოების სინქრონიზაცია;
  • გეგმა-გრაფიკების შედგენა, ვადების კონტროლი და შესრულების მონიტორინგი;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და ტექნიკური მოთხოვნების დაცვა;
  • ობიექტზე მიმდინარე პროცესების შესახებ რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
  • ტექნიკური საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა ობიექტზე;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და კონტროლი;
  • მასალებისა და აღჭურვილობის მართებული მოხმარების უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ნარჩენები და გაზარდოთ პროდუქტიულობა;
  • მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და შეფერხებების აღმოფხვრა პროექტის მენეჯერთან, არქიტექტორთან, ინჟინრებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით;
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
  • ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ.

დამატებითი მოვალეობები:
  • სამშენებლო მასალების მიწოდების კონტროლი და სწორად განაწილება;
  • სამუშაო ადგილზე დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკისა და სამუშაო იარაღების სწორად გამოყენების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში დამხმარე ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამშენებლო სფეროში);
  • სამშენებლო პროცესებისა და ტექნოლოგიების კარგი ცოდნა;
  • ნახაზებთან მუშაობის უნარი;
  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით);
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV - info@comforthills.ge. (სათაურში აუცილებლად მიუთთეთ პოზიციის დასახელება)
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა
ნახვები
უნიკალური ნახვები