დღეს - 03 იან
მარაგების მართვის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი მარაგების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1200 - 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი მარაგების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო საქონელი და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • ენები: ინგლისური,რუსული
ენსო ჯგუფი არის კომპანიების გაერთიანება, რომლებსაც აქვთ საერთო სამუშაო პროცესები, ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებლობა შესრულებულ ამოცანებზე.
ჩვენ ვფარავთ სრულ ციკლს - კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, მოწყობილობების მიწოდებითა და მონტაჟით გაგრძელებული, 24/7 ოპერირებით დასრულებული. ჩვენი საქმიანობა მოიცავს წყლის სატუმბ სადგურებსა და წყლის ფილტრაციას.
ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://ensogroup.ge/
ვაცხადებთ ვაკანსიას მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში
პოზიცია ექვემდებარება: დირექტორს
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 05/05/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:Სერვისისთვის საჭირო მარაგების მართვა

ფუნქცია-მოვალეობები:
  • არსებული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა (პერიოდული ინვენტარიზაცია);
  • სერვისში არსებული ინსტრუმენტების გაცემა-კონტროლი;
  • სერვისისთვის განკუთვნილი სათადარიგო ნაწილების მონიტონგი/მარაგების შევსება/ შეკვეთის მომზადება;
  • 1C-ში საჭირო ინფორმაციის პროგრამული ასახვა;
  • ინვოისებისა და ხელშეკრულებების მომზადება;
  • მომსახურების ფასების დადგენა-შეთანხმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია 1C პროგრამის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა -საშუალო დონეზე.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, შაბათი - 10:00 - 15:00
  • ანაზღაურების დიაპაზონი: 1200-1500 ლარი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ლიბანის მე-2 ჩიხის მიმდებარედ

სოციალური პაკეტი:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
  • კორპორატიული ნომერი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა პირველი კონტრაქტი - ხელშკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია სოლვერის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიის და გასაუბრების საფუძველზე


ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები