05 დეკ - 03 იან
დირექტორის დამხმარე / გაყიდვების კოორდინატორი
თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 593313738

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება, ადმინისტრაციული ასისტირება გაყიდვები გაყიდვების განვითარება და სტრატეგია
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისები ავეჯი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ინგლისური,რუსული
ავეჯის სახლი „ლაქშერი“ აცხადებს ვაკანსიას დირექტორის დამხმარის/გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე

საქმიანობა:
  • კომპანიის საერთო მიზნების გათვალისწინებით, გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე სამიზნე კლიენტების განსაზღვრა;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერებში მონაწილეობის მიღება
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულების ფარგლებში პროდუქციის მიწოდების მონიტორინგის განხორციელება და კოორდინაცია ლოჯისტიკის სამსახურთან
  • კომერციული წინადადებების ფორმირება და დირექტორის დავალებების შესაბამისად ფასზე მოლაპარაკება
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით, არსებულ პარტნიორებთან სამუშაო სტრატეგიების შექმნა;
  • კლიენტის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
  • ბაზრის ახალი ტექნოლოგიური ტენდენციების თვალყურის დევნება;
  • კომპანიაში მიმდინარე კომერციულ პროექტებში ჩართულობა;
  • გაყიდვების/მიწოდებების ანგარიშების მომზადება და მათი მენეჯმენტთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან წარდგენა;
  • კომპანიის პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებებს);
  • Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მცირე დონეზე;
  • ტექნოლოგიური პროდუქტების/სერვისების ზოგადი ცოდნა;
  • მართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების შესანიშნავი უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაოს ხანგრძრძლიობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #24
ანაზღაურება შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacanciluxury@gmail.com
ან დაგვირეკოთ ნომერზე +995 593313738

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება,
ადმინისტრაციული ასისტირება
გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია
ნახვები
უნიკალური ნახვები