ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი, ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, საბითუმო - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი, ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, საბითუმო - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის სპეციალისტის პოზიციაზე ვაკანსიას ბათუმში.
სამუშაო აღწერილობა:
- კომპანიაში სარეალიზაციოდ განთავსებული ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების კანონთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდაციის გაწევა;
- კომპანიაში განთავსებული ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების წარმოდგენილი შესაბამისობის ინსტრუქციების, ნიშანდებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება/ანალიზი;
- ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების შეძენამდე, შესყიდვების განყოფილების მიერ წინასწარ მოწოდებული დოკუმენტაციის (ინფორმაციის) ანალიზი და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
- შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებთან დაკავშირებული ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ცოდნა;
- სსიპ „ბაზარზე ზედამხედველობის სააგანეტო“-სთან თანამშრომლობა;
მოთხოვნები:
- ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებთან დაკავშირებული ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ცოდნა;
- უმაღლესი აკადემიური განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის მიმართულებით);
- სასურველია საბაჟო, ზედამხედველობის სფეროში ან იურიდიული სამუშაო გამოცდილება.
- კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Internet)
- ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა);
- რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- კომუნიკაბელური;
- მიზანდასახული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@modus.com.ge
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს.
