შემდეგი
დღეს - 02 იან
სტანდარტი
გენერალური დირექტორი
თბილისი, ლილო
ღვინის კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: cellerwine35@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - ენები: რუსული
ღვინის კომპანია ეძებს კანდიდატს გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს წყნარი ღვინოების, ცქრიალა ღვინოებისა და კონიაკის წარმოების ხელმძღვანელობას, ყურძნის შესყიდვიდან მზა პროდუქციის ჩამოსხმამდე.
ქარხანა მდებარეობს თბილისში, ლილოში
მოვალეობები:
- კომპანიის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა,
- წარმოების მართვა, პროდუქციის შეკვეთების გაგზავნის გეგმების შესრულება,
- ახალი პროდუქციის შემუშავება (რეცეპტები) და გამოშვება:
- უკვე არსებული პროდუქციის გაუმჯობესებაზე ზრუნვა,
- ყურძნისა და პროდუქციისათვის შესაბამისი კომპლექტაციის შესყიდვის ორგანიზება,
- ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლის ორგანიზება, ხარისხის მაჩვენებლების ეფექტური მართვა,
- ტექნოლოგიური პროცესების სტანდარტიზაცია და რეგულირება, მათი გაუმჯობესების კოორდინირება,
- ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზება; ასევე ბიუჯეტირების პროცესის მართვა,
- პროდუქტის თვითღირებულებისა და ეკონომიურობის მართვა,
- სახელშეკრულებო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი,
- პერსონალის მართვა და მათი საქმიანობის კოორდინირება,
- ადგილობრივი სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება, რეკონსტრუქცია და წარმოების გაუმჯობესება და განვითარება,
- სახელმწიფო უწყებებთან მუშაობა,
- ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაყიდვების ორგანიზება და განვითარება.
პროფესიული მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება; სურსათის წარმოების ორგანიზება და მართვა.
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის,
- პროდუქტის თვითღირებულების მართვა, ეკონომიკის ცოდნა,
- ტექნოლოგიური პროცესების სტანდარტიზაციისა და რეგლამენტაციის გამოცდილება,
- გამოცდილება პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლების სისტემის მართვის,
- პროდუქციის სტანდარტიზაციის გამოცდილება,
- რუსული ენა,
- Excel, 1C, Microsoft Office, პრეზენტაციები, ანალიზი
დამატებითი უპირატესობები:
- MBA ან დამატებითი ეკონომიკური განათლება,
- ინგლისური ენა,
- მაღალი ხარისხის წყნარი, ცქრიალა ღვინოებისა და კონიაკის წარმოების ორგანიზების გამოცდილება,
- ევროპული საწარმოო აღჭურვილობის /დანადგარების ცოდნა.
პირადი მოთხოვნები:
- ორგანიზატორული უნარები, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი,
- სისტემური მიდგომა,
- შემოქმედებითი მიდგომა,
- ენერგიულობა, პროდუქტიულობა, კარგი კომუნიკაცია, მოწესრიგებულობა, დამოუკიდებლობა
6-თვიანი გამოსაცდელი პერიოდის ამოცანები:
- ზოგიერთი ცქრიალა და მშრალი ღვინოების, კონიაკის სტანდარტების (ორგანოლეპტიკური თვისებების) დახვეწა,
- ეკონომიური ხაზის წყნარი ღვინოების ღირებულებისა და რეცეპტურის ოპტიმიზაცია,
- საკუთარი სპირტის სახდელის და კონიაკის საამქროს დასრულება და გაშვება,
- წყნარი ღვინოების და კონიაკის თვითღირებულების შემცირება შესაბამის ხარისხთან მიმართებაში,
- OPEX-ის ოპტიმიზაცია,
- ინჟინერული ქსელების რეკონსტრუქცია პირველადი ყურძნის მიმღებ უბანზე,
- პერსონალის მოტივაციის სისტემის შემუშავება,
- გამოსაცდელი პერიოდის შემდგომი სამუშაო გეგმის და სამოტივაციო სისტემის პროექტის მომზადება.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09.00 საათიდან 18.00 საათამდე.
ანაზრაურება 3000$-დან (ექვივალენტი ლარში) + ბონუსი (განიხილება ინდივიდუალურად).
კანდიდატები, ვინც თვლით რომ შეესაბამებით აღნიშნულ ვაკანსიას, გთხოვთ მიუთითოთ კონკრეტულად რომელი კრიტერიუმებით აკმაყოფილებთ აღნიშნულ პოზიციას.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: cellerwine35@gmail.com
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები