04 დეკ - 02 იან
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 800 - 1000(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია "მისტერ მასტერი" 16 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.
ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/
კომპანია ეძებს მიმღებ ოპერატორს სრულ და არასრულ განაკვეთზე!
მიმღები ოპერატორი - სრული განაკვეთი
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1000₾ (ხელზე) + ბონუსი (150-200₾)
მიმღები ოპერატორი - არასრული განაკვეთი
გრაფიკი: კვირაში 4 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 800₾ (ხელზე) + ბონუსი (150-200₾)
რას გთავაზობთ ჩვენ?
- ტრანსპორტის ხარჯის დაფინანსება — მუნიციპალური ტრანსპორტის საშვი
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფასდაკლება ჩვენი სერვისების გამოყენებისას - სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში
- ყოველთვიური საპენსიო დანაზოგის დაფარვა
- მეგობრული, კომფორტული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
შენზე ვფიქრობთ, თუ:
- სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან რუსულ ენებს
- გაქვს უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ხარ
- გაქვს მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
- საბაზისო დონეზე იყენებ საოფისე პროგრამებს
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
- ზარებზე სწრაფი და თავაზიანი პასუხი
- მომხმარებლის საჭიროების სწორად მიხვედრა და შესაბამისი დახმარება
- პროდუქტებისა და სერვისების კარგი ცოდნა
- ზარების რეგისტრაცია, ალტერნატიული შეთავაზებები საჭიროების მიხედვით
- აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების გაცნობა მომხმარებლისთვის
- პრობლემური შეკვეთების შემთხვევაში დროული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. #24
როგორ დაგვიკავშირდე?
გამოაგზავნე შენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@mrmaster.ge. Subject-ში მიუთითე: "მიმღები ოპერატორი - სრული განაკვეთი“ ან „მიმღები ოპერატორი - არასრული განაკვეთი“
"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდის დაინტერესებისთვის და გისურვებს წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
